|
რა უფროს საზიანოა, ღვინო, კანფეტი თუ საშობაო ინდაური
|
||||
|
||||
|
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები, რომელიც უარყოფს მთელ რიგ ყოფით წარმოდგენებს, რომ ადამიანის საერთო მდგომარეობაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას. კერძოდ, ისინი აქარწყლებენ მითს იმის შესახებ, თითქოს ადამიანი სითბოს უმეტეს ნაწილს თავის მეშვეობით კარგავს, ან თითქოს ტკბილეული ბავშვებს შორის ჰიპერაქტიურობას იწვევს. ჟურნალBritish Medical Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღინიშნება, რომ არ არსებობს ნაბახუსევის ეფექტური საშუალება, ხოლო ჩვეულებრივი საშუალებები, ისეთი, როგორიცაა ასპირინი, ბანანი ან უბრალო წყალი, სინამდვილეში არანაირად არ ამსუბუქებს მდგომარეობას. მეცნიერებმა ასევე უარყვეს აზრი, თითქოს ნოყიერ ვახშამს აუცილებლად წონაში მომატება მოჰყვება, ან ყველაზე მეტი თვითმკვლელობა სადღესასწაულო დღეებში ხდება. ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორი თანამშრომელი, რომლებმაც შობისა და ახალი წლის დღესასწაულების წინ თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, მოსახლეობას მოუწოდებდნენ ყოფით სტერეოტიპებისთვის სამედიცინო მეცნიერების თვალსაზრისით შეეხედათ. “სამეცნიერო სიმართლის ძიებაში მედიცინაში ყველაზე დამკვიდრებული შეხედულებებიც კი ეჭვს ქვეშ უნდა იდგეს და გადაიხედოს ხოლმე”, - ამტკიცებენ რეიჩელ ვრიმანი და აარონ კეროლი და დასძენენ “გაჭიანურებული დღესასწაულები შესაძლებლობას იძლევა კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ სწორედ რომ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებული აზრები”.
ვრიმანმა და კეროლმა გულდასმით შეისწავლეს არსებული სამედიცინო კვლევები ამ თემაზე და ინტერნეტის მეშვეობით შეაგროვეს ინფორმაცია როგორც ზოგიერთი წარმოდგენის შესახებ, ისე მათ წინააღმდეგ.
ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ კანფეტი, შოკოლადი და სხვა სახის ტკბილეული ბავშვებში ჰიპერაქტიურობას იწვევს. თუმცა, კვლევებმა ცღადყო, რომ ეს ასე არ არის. მეცნიერების აზრით, მათ შორის კავშირი მხოლოდ მშობლების გონებაში არსებობს. “მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ დედები და მამები, შაქარი არანაირად არ მოქმედებს იმაზე, რომ ბავშვები არამართვადები ხდებიან”, - ნათქვამია სტატიაში.
ბევრი ადამიანი შიშით ელოდება დღესასწაულების მოახლოებას, რადგან, მათი აზრით, მრავალრიცხოვან ქეიფებს ზედმეტი კილოგრამების აკრეფა მოჰყვება, რომლის დაკარგვაც შემდგომში რთულია. თუმცა, როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ვერ მოიძიეს ვერანაირი მტკიცებულება იმ ფაქტის შესახებ, რომ საღამო ხანს საკვების მიღება ხელს უწყობს წონის მომატებას.
კიდევ ერთი მითი იმაში მდებარეობს, რომ ზამთარში აუცილებელია თავსაბურავის ტარება, რადგან სწორედ რომ მისი მეშვეობით კარგავს ორგანიზმი სითბოს დიდი ნაწილს. “ეს რომ ნამდვილად ასე ყოფილიყო, ადამიანს ერთნაირად შესცივდებოდა, როგორც უქუდოთ, ისე შარვლის გარეშე. თუმცა, ყველაფერი ასე არ არის”, - აცხადებენ მეცნიერები.
ხოლო სპირტიანი სასმელების მოყვარულთათვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იციან, როგორ დააღწიონ თავი ნაბახუსევს, ან, თუნდაც, როგორ შეიმსუბუქონ მისი შედეგები, მეცნიერები მარტივ რჩევას იძლევიან – დაიცავით ზომიერება.
|

სასარგებლო ბმულები
ვალუტის კურსი![]() |
1.6219 | 0.0000 |
![]() |
2.0582 | 0.0000 |
![]() |
2.5621 | 0.0000 |
![]() |
5.1666 | 0.0000 |
ამინდის პროგნოზი| თბილისი | დღეს | ხვალ |
| ამინდი |
|
|
| დღისით | + 26 °C | + 26 °C |
| ღამით | + 12 °C | + 13 °C |



მირა
2011-05-28
0






0.0000

