"ერთხელ მამაჩემს ჩვენი ცოცხლად დაწვა უნდოდა"... 'ქმედებები' - ავრორა ლუბოსის პერფორმანსი
Marie კულტურა 2015-06-08 1500 ნახვა

თბილისში თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალის ფარგლებში კვირას, 7 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის სახლმა უმასპინძლა ავრორა ლუბოსის პერფორმანსს.

პერფორმანსის შესახებ:

დადგმა ოჯახური ძალადობის რეალურ ამბებს ეფუძნება და მისი შექმნის შთაგონების წყაროს დაჩაგრული ადამიანების წერილები და მათთან საუბრები წარმოადგენდა.
წარმოდგენა ძალადობის მსხვერპლთა (უმეტესად ქალებისა და ბავშვების) მხარდაჭერის ცენტრებში არსებული ხელოვნების კურსების შედეგად შეიქმნა.

მინდა, რომ მათ, ვისაც თავის დასაცავად ყვირილი არ შეუძლია, ლაპარაკის საშუალება მივცე რათა თავისი მდგომარეობის, უსუსურობის, დუმილისადმი ლტოლვის შესახებ მოგვითხრონ.
 ეს ნამუშევარი ჩაფიქრებული იყო როგორც მოქმედებების: ტექსტების ფრაგმენტების, პრობლემების მოგვარების, მონაწილეების გაუჩინარებისა და სახეების მონაცვლეობა.


პრემიერა: 2013 წლის 22 ივნისი, გდანსკის სამხატვრო აკადემია (Dom Angielski), პოლონეთი
ქორეოგრაფია, ვიდეო, პერფორმანსი: ავრორა ლუბოსი
მუსიკა: პაველ ბარანეკის “ვარსკვლავები” (Paweł Baranek, “Stars”)
მუსიკის შესრულება: Motion Trio

 

"ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მისი მეძავის როლი უნდა შემესრულებინა. საწოლს ჯერ სათამაშოებით ავსებდა და მერე შიგ მე მაწვენდა ხოლმე. მაიძულებდა, მისი ტანი თოჯინებით დამეკაწრა, მეც მკაწრავდა და პერიოდულად ფეხებს შორის მეხებოდა. როცა ვაგინაში თითის შეყოფის უფლებას ვაძლევდი და მისი თხოვნის გარეშე იმას ვაკეთებდი რაც უნდოდა, როცა არ ვწუწუნებდი და არ ვეუბნებოდი "თავი დამანებე", არ მინდა" ხანდახან თამაშის დასრულების შემდეგ მეძახოდა, კარადასთან მიახლოვებას მთხოვდა და შოკოლადის ნატეხს მაძლევდა. მამას არ მოსწონდა როცა კმაყოფილი ვიყავი..."

 

 

იმისათვის რომ პერფორმანსზე შესულიყავი, დამსწრეთ პერფორმანსისტისთვის უნდა გადაებიჯებინათ, ეს თითქოს ცრურწმენასაც გვახსენებს და თან გვახსენებს იმას რომ მათ ვისზეც გვიყვებიან უკვე ძალიან ბევრჯერ გადააბიჯეს...

 

ამ და სხვა მსგავს ამბებს, უკრაინელი ავრორა ლუბოსი სხვადასხვა მოქმედებით გვიყვება ერთ საათიან პერფოსმანსზე...

იმისათვის რომ მაყურებელს სიახლოვე ეგრძნო ამბავთან არაყსა და მარწყვის ბლინებზეც კი დაგვპატიჟა.

 

 

ერთი საათის განმავლობაში ვიყავით სახლში ადამიანთან რომელმაც ზემოთ მოყოლილი და სხვა უამრავი გაითავისა, გაგვიჩნდა თანაგრძნობა და გაგვიმძაფრდა ზიზღი ძალადობისადმი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1