ავტო ლიზინგი – შეიძინე ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად
საინტერესო ამბები 2017-06-14 268 ნახვა


დღეისათვის, ავტომობილი უკვე აღარ წამოადგენს ფუფუნების საგანს, მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საკუთარი დანაზოგით არც ისე მარტივია ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. თუ ყოველთვიურად დიდი ხარჯი გაქვთ და თანხის დაზოგვას ვერ ახერხებთ, ავტო ლიზინგი დაგეხმარებათ.


ლიზინგი დაფინანსების მიღების საშუალებაა. კომპანია იძენს თქვენთვის მისაღებ ავტომობილს, თქვენ კი ყოველთვიურად აღნიშნულ კრედიტორს უხდით გადასახადს. ავტო ლიზინგის მომსახურება ბევრი უპირატესობით გამოირჩევა: თუ გარკვეული დროის შემდეგ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ შეცვალოთ ავტომობილი სხვა მარკით თავისუფლად შეგიძლიათ მოდელის ახლით შეცვლა. ამასთან, თანხის მისაღებად არ მოითხოვება დასაქმების ცნობა ან გირავნობა. გადახდის დროს იფარება როგორც პროცენტი, ასევე ძირი ერთდროულად. ვალდებულების გასტუმრების შემდეგ, ავტომობილი თქვენს მფლობელობაში რჩება. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა პირადობა და ავტომობილის ტექ. პასპორტი. სალიზინგო კომპანია სესხის თანხას ავტომობილის ღირებულებიდან გამომდინარე ადგენს.

Credy24-ის ავტო ლიზინგი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ სალიზინგო კომპანიების შეთავაზებებს, შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პირობის მომსახურება და ონლაინ რეჟიმში შეავსოთ განაცხადი. ვებგვერდის დახმარებით მარტივად გაეცნობით და შეადარებთ კრედიტორების პირობებს, გააკეთებთ სწორ ფინანსურ არჩევანს და დაზოგავთ თანხას.


რა უპირატესობას გთავაზობთ მომსახურება?


  • არ არის საჭირო უზრუნველყოფა - ლიზინგით სარგებლობისას არ მოითხოვება უზრუნველყოფა. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენს საკუთრებას არ ექმნება დაკარგვის საფრთხე.

  • სარგებლობთ ავტო დაზღვევის მომსახურებით - ავტომობილის დაზღვევა თქვენს მანქანას გაუთვალისწინებელი რისკებისგან იცავს. ასეთი შემთხვევების დროს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ზარალს.

  • შეგიძლიათ მანქანის გამოსყიდვა - თუ ვალდებულების დასაფარი თანხა წინასწარ გექნებათ, შეძლებთ ავტომობილის გამოსყიდვას.


მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია სალიზინგო კომპანიებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. დღეისათვის, განაცხადის შევსება უკვე ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება. ავტო ლიზინგი მოსახერხებელი სერვისია, რადგან არ გჭირდებათ რიგი დოკუმენტების შეგროვება და კომპანიაში მისვლა. საკმარისია პირადობის მოწმობისა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტის ქონა. ეს ყველაფერი ამარტივებს სერვისით სარგელობას და მას მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.


სანამ რომელიმე სალიზინგო კომპანიის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ავტო ლიზინგით ისარგებლებთ, გაეცანით მომსახურების პირობას, შეადარეთ მათი შეთავაზებები ერთმანეთს, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ. გაიგეთ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ და რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა.


სხვადასხვა კომპანიის სესხის პირობის ერთმანეთთან შედარებას გარკვეული დრო და ფინანსური განათლება სჭირდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც სიჩქარის გამო არ ვაკვირდებით პროდუქტის პირობას, ან არ გვაქვს სათანადო ცოდნა, რათა ზუსტად გავითვალისწინოთ მომსახურების თითოეული დეტალი. ამას კი შედეგად პრობლემებამდე მივყევართ. ფინანსური პორტალი Credy24-ის დახმარებით უკვე შესაძლებელია ასეთი სიტუაციების თავიდან არიდება. ვებგვერდი გაგიწევთ შუამავლობას ავტო სალიზინგო კომპანიებთან, რათა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული მომსახურება და გააკეთოთ გონივრული არჩევანი. კრედის დახმარებით მარტივად შეარჩევთ ყველაზე იაფ და მოსახერხებელ ავტო ლიზინგს.  ამისათვის კი არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა. განაცხადს ონლაინ რეჟიმში გააკეთებთ, შეარჩევთ დაბალ პროცენტიან მომსახურებას და დაზოგავთ თანხას. კრედი თანამშრომლობს კომპეტენტურ და სანდო კომპანიებთან. მომსახურების პირობების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ბიუჯეტის სწორად შედგენაში, ვალდებულების დროულად გადახდასა და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში.


წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+21
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 36
21º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4864
ევრო
2.9344
რუბლი
4.3213
ლარი
1