აკეთე სიკეთე
განათლება 2018-12-27 499 ნახვა
სკოლა-ლიცეუმმა სხივმა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასმა“ ერთობლივი ღონისძიება გამართეს
26-27 დეკემბერს, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ საქველმოქმედო ღონისძიება „აკეთე სიკეთე“ გაიმართა. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა და პედოგოგებმა საკუთარი ხელით დამზადებული პროდუქცია წარმოადგინეს. საშობა გამოფენა-გაყიდვის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაცია კარიტასის ბენეფიციართათვის თანხის შეგროვება და იმ შეჭირვებული მოხუცების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
„გვიხარია, რომ აქცია ასეთი წარმატებული აღმოჩნდა და თანხაც შეგროვდა მოხუცების დასახმარებლა. ჩვენი სკოლა ტრადიციულად აკეთებს მსგავს ღონისძიებებს და დღევანდელი აქციით გვინდა ცოტა მეტად გავუხალისოთ შობა-ახალი წელი მოხუცებს. ბავშვებიც და მასწავლებლებიც ხალისით ჩაერთვნენ აქციაში და მოხუცებსაც პირადად ვეწვევით და სიამოვნებით ჩავერთვებით მოხალისეობრივ აქტივობებში“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.
„გვიხარია, სკოლის მოსწავლეების ასეთი ჩართულობა და მივესალმებით მსგავსი ტიპის აქციებს. ჩვენი ორგანიზაციისთვის ასეთი შემოწირულობა და მოხუცების დახმარება მნიშვნელოვანია. ამით კიდევ რამოდენიმე მოხუცს მოვუგვარებთ პრობლემებს“ - განაცხადა ორგანიზაცია კარიტასის წარმომადგენელმა ბატონმა გაიოზ ყუბანეიშვილმა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია კარიტასის სოციალურად დაუცველ მოხუცებს მოხმარდება. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ასევე გეგმავენ პირადად ეწვიონ ორგანიზაციის ბენეფიციარ მოხუცებს და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაშიც.
წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18525-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+10
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 9
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6599
ევრო
3.0211
რუბლი
4.02
ლარი
1