ალვანს ახალი საჯარო სკოლა აქვს
განათლება 2018-11-29 183 ნახვა

მარიამი ლილუაშვილი სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეა. 15 წლის მოზარდი სკოლაში ერთ-ერთ წარმატებული და აქტიური გოგონაა. საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ პატარა ასაკიდანვე იჩენდა ინტერესს. თუმცა, ალვანის ძველ სკოლაში არც ლაბორატორია ჰქონდა და არც ცდის ჩატარების საშუალება. სახლში დამოუკიდებლად ცდილობდა მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას. მას შემდეგ, რაც ზემო ალვანში სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ლაბორატორიებიც მოეწყო, მარიამსა და მის კლასელებს, გაკვეთილები უკვე განახლებულ კაბინეტებში უტარდებათ, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ პრაქტიკულად ჩაერთონ ცდებში და სხვადასხვა ექსპერიმენტიც კი დაგეგმონ.


„ჩემი დიდი სურვილია ექიმი გავხდე. სოფელს განსაკუთრებით სჭირდება კარგი ექიმი. ისიც ვიცი, რომ სწავლის გარეშე რთული იქნება მიზნის მიღწევა. ადრე წარმოუდგენელი მეგონა ამდენი ცდისა და ექსპერიმენტის ჩატარება, რასაც უკვე პედაგოგის მეთვალყურეობით მარტოც კი ვატარებ. ახალ ლაბორატორიაში პირადად გვიწევს შევეხოთ იმას, რაც ადრე თეორიულად ვიცოდი. მიხარია, რომ ჯერ კიდევ მაქვს დრო, სკოლაში მივიღო კარგი ცოდნა, რაც ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაშიც დამეხმარება,“ - ამბობს 15 წლის მოზარდი.დღეს ზემო ალვანის ულამაზეს სოფელში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ფუნქციონირებს. მარიამთან ერთად განათლებას 300-მდე მოსწავლე იღებს. მხოლოდ მიმდინარე წელს, კახეთსა და ქვემო ქართლში, 28 საჯარო სკოლის 13 000 მოსწავლე შეხვდა ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლაში.

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 91 სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე დასრულდება.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18107-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 66
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6682
ევრო
3.0324
რუბლი
3.9852
ლარი
1