ამერიკული ორომტრიალი
ანა მათიაშვილი კულტურა შოუბიზნესი 2015-04-27 3722 ნახვა

 

           როკ-მუსიკის განვითარების ეტაპებზე წარმოიქმნებოდა ხოლმე უამრავი სტილი და ამ სტილთა ნაზავი. ეს დაუსრულებელი ჯაჭვი გრძელდება რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეშიც. ეს მუსიკალური მიმდინარეობა  გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით. ჩემი რეფერატის თემაც ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი სტილია,რომელსაც Grunge (გრანჟი) ეწოდება. ამ სტილის ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობას ასოციაცია ნირვანასთან უჩნდება,ზოგიერთი მუსიკის მოყვარული ფიქრობს კიდეც რომ ეს სტილი ჯგუფ ნირვანას ჩამოყალიბებულია,თუმცა თუ გრანჟი-ს ისტორიას გადავხედავთ,ვნახავთ რომ ეს სტილი უფრო ადრიანი წლებიდან იღებს საფუძველს.  


         გრანჟი ჩამოყალიბლად 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ამერიკაში,კერძოდ კი ვაშინგტონში,სიეტლში.თვითონ სიტყვა Grunge ნიშნავს ჭუჭყს სიბინძურეს. ამ ჭუჭყს მუსიკას მისთვის დამახასიათებელი ეფექტები ძენს. თმცა ეს რა თქმა უნდა მუსიკალური ჭუჭყია და არა აუტანელი საშინლად აღებული აკორდები. ეს სტილი გახლავთ რამოდენიმე მანამდე არსებული სტილის ნაზავი,რომლებიცაა პანკი,ჰარდ როკი და ჰევი მეტალი. მაგალითად თუ გიტარაზე დავუკრავთ ორი აკორდისგან შემდგარ პანკს და შემდეგ ამ მელოდიას და აკორდებს ამოვაბრუნებთ ჩვენ გამოგვივა გრანჟი. აქვე უნდა ითქვას რომ გრანჟი საოცრად მრავალფეროვანი სტილია. არ შეიძლება აქ შევხვდეთ ორ ერთნაირი ჟღერადობის ან ერთნაირი მუსიკის ჯგუფს. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან,მაგრამ ერთიანდება ერთ სტილში. გრანჟისთვის დამახასიათებელია 3-4 ინსტრუმენტი-დრამი,გიტარა(ერთი ან ორი), ბასი და რა თქმა უნდა ვოკალი. ვოკალისტი ხშირად ინსტრუმენტალისტის როლშიც გვევლინება. ამ სტილში არ არის ძნელი ჰარმონიები.მელოდია საშუალოდ 4 აკორდზეა აგებული,დასაკრავად მარტივ მელოდიებზე,რომლებიც ყურისთვის არც ისე ადვილი მოსასმენია,დამძიმებული საუნდის და გრანჟისთვის სპეციფიკური მელოდიების გამო. ძალიან ძნელია ახსნა სიტყვებით თუ საერთო ჯამში რა მუსიკაა ეს,რადგან აქ მუსიკაზე მეტი სულიერება,უბრალოება და მუსიკოსის გულიდან წამოსული სათქმელია.ვოკალისთვის დამახასიათებელია ძლიერი ხრინწიანობა.ვოკალს საერთოდ ამ სტილში მწირე ინსტრუმენტალური გაფორმების გამო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.მაგალითად ჯგუფ Soundgarden-ის ვოკალისტს Chris Cornell-ს ცნობილია რომ მეოთხე ოქტავაშიც კი აქვს სიმღერის შესაძლებლობა,თანაც ყველანაირი ფლაჟოლეტების გარეშე. ეს მუსიკას რა თქმა უნდა საოცარ სიძლიერეს მატებს. ასევე უნდა ავღნიშნოთ,რომ გრანჟის ვოკალი ძალიან სპეციფიკურია,და ყველა ძალიან კარგად მომღერალს არ შეუძლია იმღეროს ამ სტილის ხასიათში.

 

         პირველი გრანჟ ალბომი ჩაიწერა 1986 წელს და მასში შევიდნენ ამ სტილის ფუძემდებლები,Green River, Soundgarden, The melvins და სხვები... ამ წლებშივე უკვე უფრო მეტად დაიწყო ამ სტილის მიმდევართა გამოჩენა.ზოგიერთი უფრო პანკ-ს უკრავდა,90-იანი წლებიდან უკვე პანკსა და გრანჟ-ს შორის განსხვავება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ეს სტილი პოპულარული გახდა Alice in Chains, pearl jam, Temple of the dog,Mad Season, Nirvana-სა და Soundgarden-ის მუსიკალური პოპულარობის გამო. წარმოიდგინეთ რომ ეს ჯგუფები უცბად აიტაცა მთელმა სიეტლმა,ამიტომაც ამ სტილს სხვანაირად სიეტლის საუნდსაც ეძახიან.შექმინილა უმარავი დოკუმენტური ფილმები ცალკეულ მუსიკოსებსა და მთლიანად გრანჟზე. ერთ-ერთი ასეთი ფილმია “hippo”, სადაც ლაპარაკობენ 90-იანების მუსიკოსები და ყვებიან იმ სიტუაციებისა და საკუთარი მუსიკის შესახებ.თუ გადავხედავთ ამ ფილმებს,ან მუსიკოსათა მონაყოლს მივხვდებით რა ხდებოდა მაშინ იქ. ეს მუსიკალური აფექტი ყველა ახალგაზრდას მოედო. ივსებოდა ყველა საკონცერტო დარბაზი. ცარიელი ოთახებიდა და სარდაფებიდან განუწყვეტლივ გამოდიოდა მუსიკის ხმა. ყოველ კუთხეში იყო ჯგუფი,აბსოლუტურად ყველა უკრავდა,თუმცა მხოლოდ რჩეულები მოხვდნენ მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე. იმ დროისთვის და ახლაც პოპულარული ჩამწერი სტუდია საბ-პოპი დაინტერესდა ამ ახალი მუსიკოსებით,ის ეძებდა მათ,პოულობდა როკ-კლუბებსა და სარეპეტიციოებში,შემდეგ კი მათ პოპულარობას უწყობდა ხელს. 90-იანების ცნობილი ფესტივლებია Reading Festival, Pink-Pop და სხვები სადაც აბსოლუტურად ყველა ამ ჟანრის მუსიკოსს აქვს ალბათ დაკრული. სიეტლის ახალგაზრდობა იმ წლებში ამ მუსიკით ცოცხლობდა და საზრდოობდა. თუმცა უნდა ითქვას ასევე რომ ამ სტილის პოპულარობამ, გააპოპულარა ასევე ნარკოტიკული საშუალებები და სასმელი,რასაც მუსიკოსები ძალიან ხშირად იღებდნენ. მაგალითად არც-ისე ცნობილი გრანჟის პიონერების Mother Love Bones-ის,ასევე ცნობილი Alice in Chains-ის ვოკალისტები ნარკოტიკებმა იმსხვერპლა.კურტ კობეინი კი ცნობილი ნარკომანი იყო. ამ ჯგუფების კონცერტები გამოირჩეოდა თავისი დინამიურობით. ზოგადად გრანჟ კონცერტებისას ხდებოდა ძალიან ბევრი რამ. მუსიკოსები ამტვრევდნენ გიტარებს,გრძნობებში შესულები ხტებოდნენ მსმენელთა მასაში. სცენაზე სულ სიცოცხლე იყო,სულ მოძრაობა. ისინი უკრავდნენ და მღეროდნენ სიყვარულზე,პროტესტზე,სიძულვილზე... აბსოლუტურად ყველაფერზე,რაც აწუხებდათ. ეს ადამინები დღესაც ავსებენ ყველა დარბაზს და საკონცერტო არენას. ფაქტიურად გრანჟის მერე როკი აღარ განვითარებულა,ანუ ახალი აფეთქება აღარ მომხდარა. დღევანდელი მუსიკოსები ძირითადათ ისევ გადამღერებულს უკრავენ ხელახლა ახალი 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით.მაშინდელი დიდი მუსიკალური ოჯახი კი სულ სხვანარი იყო. მუსიკოსები ერთი-ჯგუფიდან მეორეში უკრავდნენ ხშირად. ველა ამ სტილის მუსიკოსი ერთმაენთს იცნობდა,ერთად უკრავდნენ სულ. თითქოს სხვა მუსიკა ამერიკას არც ჭირდებოდა. ჯგუფი Pearl jam და მისი მომღერალი Eddie Vedder აბსოლუტურად ყველა ამერიკელეის საყვარელი ჯგუფია ახლაც კი. ნირვანაზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს. კურტ კობეინის სიკვდილის შემდეგ,მისმა ფანებმა მას მიბაძეს და დაახლოებით 40-მა ახალგაზრდამ თავი მოიკლა. გრანჟი უკვე 90-იანებში არა მხოლოდ მუსიკალური არამედ ცხოვრების სტილი იყო. ყველა  დადიოდა ამერიკაში ბათინკებით და კლეჩატი საროჩკებით,დახეული ან გახეხილი ჯინსებით. ისინი მოწადინებით ბაძავდნენ თავიანთ კერპებს. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ რომ გრანჟში არა მხოლოდ მამაკაცები მოღვაწეობდნენ. ყალიბდებოთა ბენდები,სადაც ყველა ინსტრუმენტზე უკრავდნენ ქალები. ჯგუფი L7 და Babes in Toyland ამის ნათელი მაგალითია. ისინიც შედიოდნენ ამ დიდ მუსიკალურ ოჯახში თავიანთი მუსიკით. კურტ კობეინის ცოლის კორტნი ლავის ჯგუფი „ჰოლიც“ ძალიან პოპულარულია ამერიკაში. ასე რომ, ამ სტილში თავიანთი კვალი დატოვეს ქალებმაც.

        ამ პერიოდში ასევე გაპოპულარდა Unplugged კონცერტები, სადაც აკუსტიკური ინსტრუმენტებით უკრავდნენ მუსიკოსები. ცნობილი Unplugged კონცერტებზე დაუკრეს ჯგუფებმა Nirvana, Alice in Chains, Pearl jam, თითოეული მათგანის კონცერტები ძალიან ძვირფას გრანჟ დოკუმენტაციებს წარმოადგენს. სხვა ჯგუფებმა უბრალოდ ვერ მოახერხეს ასეთი კონცერტების გამართვა თავიანთი მუსიკისა და ჟღერადობის სიმძიმის გამო. რადგან მათი კონცერტებისთვის აუცილებელი იყო distortion და სხვა ეფექტები.

      დღევანდელ რეალობაში თითქმის არ დარჩნენ ამ სტილის მიმდევრები. რა თქმა უნდა ძველი შემსრულებლები რომლებიც ახლაც ცოცხლები არიან ისევ აგრძელებენ მოღვაწეობას. საუნდგარდენი კვლავ მართავს კონცერტებს.Pearl jam-ს 20 წელი შეუსრულდა და ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა მათზე ფილმი გადაიღო. Alice in Chains-ი გამოდის კონცერტებზე,თუმცა ლეინ სტელი-ს(ვოკალისტი) სიკვილის შემდეგ ისინი მიუხედავად ახალი ვოკალისტისა იმხელა პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობენ, რადგან ფაქტიურად დაკარგეს ჯგუფის სახე.  დღეისთვის მოქმედი შედარებით ახალი ჯგუფებია Seether და Stone temple Pilots, მათ ძალიან უყვართ გრანჟ შემსრულებლები,ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ მათ ხასიათში გადაწყვიტონ თავიანთი მუსიკალური შემოქმედება...თუმცა ეს მაინც არ არის ის რაც იყო მაშინ. მითუმეტეს Seether-ის შემთხვევაში,რომლებიც მაინც გაყიდვადი ჯგუფის იმიჯის გამო დღევანდელ დაბალხარისხიან მუსიკას ურევენ ხოლმე თავიანთ შემოქმედებაში.

   

 

                                             

                                                                       

   

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26032-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+19
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 91
19º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.1988
ევრო
3.756
რუბლი
4.1413
ლარი
1