არავინაა იდეალური, არავინაა ვუდი ალენი
თაკო ლეგენდა კულტურა 2016-06-06 6148 ნახვა

ალენ სტიუარტ კენიგსბერგი, ცნობილი როგორც -  ✺ვუდი ალენი✺  თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, არაორდინალური მწერალი, რეჟისორი და მსახიობი, აი უკვე ნახევარი სუკუნეა თავისი ქმნილებებით მაყურებელსა თუ მკითხველს ცხოვრების მიმართ საოცარ ოპტიმიზმს უზიარებს.


გენიოსი 4 ოსკარითა  და სხვა უამრავი ნომინაციის, ტიტულისა და კონკურსის გამარჯვებული, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

პირველი ჯილდო მას ბერლინის 1975 წლის ფესტივალზე გადაეცა, გენიალური სურათისათვის
'' სიყვარული და სიკვდილი'', რომელიც დაწყებიდან დასრულებამდე,რაღა თქმა უნდა , ჩვენთვის ასე საყვარელი ვუდი ალენისეული ''აბსურდული'' იუმორითა და ირონიითაა გაჟღენთილი

 

 

 

 

 

გთავაზობთ  ვუდი ალენის ფოტოებსა და მის  გამონათქვამებს:

 

 

 

 

❝ ჩემი განათლება საშინელი იყო. მე დავდიოდი რამდენიმე სკოლაში, რომელებშიც ფსიქიურად გაუწონასწორებელი მასწავლებლები იყვნენ.❞





❝ ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილში დიდად  არ მემხიარულება. დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ მემხიარულება.❞





❝ ეს არის შესანიშნავი ოქროს საათი ჯაჭვზე.მე მისით ვამაყობ. იგი ბაბუამ მაჩუქა მაშინ, როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა❞




❝ მე ძველი წესების მიმდევარი ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანები ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ ქორწიბ~ნებაში. ისე, როგორც მტრედები და კათოლიკეები არიან. ❞






❝  რა სიგრძის უნდა იყოს ფეხები? იმ სიგრძის, რამდენიც საკმარისია, რომ იატაკს მიწვდეს.❞






❝ ტვინი რიგით მეორე ჩემი საყვარელი ორგანოა❞




❝დადებითი კუთხით, სიკვდილი არის ყველაზე მარტივი რამ, რის გაკეთებასაც შეძლებ მწოლიარე❞






❝ ღმერთს რომ ჩემთვის სულ მცირე ნიშანი მაინც მოეცა.. გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში ❞




❝  ჩემი ცოლი არ იზრდება. მე ვიღებ აბაზანას, ის კი ძირავს ჩემს გემებს❞






❝ მძულს რეალობა. რეალობა კი, ჩემდა სამწუხაროდ ერთადერთი ადგილია, სადაც სადილად სტეიკის მოზრდილი პორციის მირთმევა შეიძლება❞




❝ უსასრულობა-ეს დამქანცველია. განსაკუთრებით დასასრულისას❞





❝ არ მეშინია სიკვდილის. უბრალოდ არ მსურს იქ ვიყო როცა ეს მოხდება❞



❝ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ერთმანეთის ახლობელია, მაგრამ მაინც  შორეული❞



❝ სექსი ხსნის დაძაბულობას, სიყვარული პირიქით❞






❝ თუ ეს ზედმეტად კარგია, რომ სიმართლე იყოს, მაშინ ეს სიმართლე არაა❞


❝ თქვენ შეძლებთ იცხოვროთ 100 წელს, თუ უარს იტყვით იმაზე, რატომაც სურთ ადამიანებს 100 წლამდე ცხოვრება❞

 

 

ერთადერთი განსხვავება ტრაგედიასა და კომედიას შორის არის ის, რომ კომედიაში ადამიანები ტრაგედიასთან გამკლავების გზას ნახულობენ. რა თქმა უნდა, იუმორი ვერ იქნება ცხოვრებისეული პრობლემების პასუხი, მაგრამ ის დაახლოებით ლეიკოპლასტერის ფუნცქციას ასრულებს. ეს კი გაცილებით უკეთესია ვიდრე განადგურებულად ყოფნა

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1