არსებობენ თუ არა რეალურად ვამპირები?
სალომე საინტერესო ამბები 2015-09-25 10759 ნახვა

 

 

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ვამპირებზე... ბევრს მის არსებობაში ეჭვი არ ეპარება ხოლო ბევრი ამას მითებად და ლეგენდებად მიიჩნევს. თუმცა თუ ტყუილია ვმპირების არსებობა, მათ შესახებ მითების წარმოშობას რა დაედო საფუძველად?
დავიწყებ თავიდან...  ვამპირული მითები ათასობით წელიწადს ითვლის, და თითქმის ყველა ქვეყნის ისტორიაშია. ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს.  ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. 
  შუა საუკუნეებში წარმოიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო. მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა.
  შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება “შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ.


 – ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები?

 მაგალითისთვის –,,1985 წელს, ნორვეგიაში დააკავეს მამაკაცი რომელიც მსხვერპლს ვენებიდან სისხლს წოვდა, ჰკლავდა და შემდეგ აუპატიურებდა. როგორც ჩვენებაში თავად განაცხადა: იგი ვამპირია და მისი მსგავსის არსებები ძალიან ბევრნი არიან სამყაროში, და შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიახლოვესაც იყოს. მიუხედავად ამ აღიარებისა, გამოძიებამ თავიდანვე გამორიცხა მსგავსი ფაქტი (დამნაშავე არ ყოფილა ვამპირი) რაც იმით ახსნა რომ, დამნაშავე-ეჭვმიტანილს ჩაუტარეს ფსიქო - ფსიქოლოგიური ტესტი რის შედეგადაც დადგინდა რომ, ეჭვმიტანილი სულიერად ავადმყოფი იყო. ეს ადამიანი საკუთარ თავს აჯერებდა იმას რასაც წაიკითხავდა ან მოისმენდა (ფილმში ნახავდა). მან დაიჯერა რომ ის ვამპირი იყო და უკვე ასორმოცდაათი წლის იყო. სჯეროდა რო ვერანაირი საშუალებით ვერ მიაყენებდი ზიანს , მას თავი უკვდავი ეგონა. მას გაორება ჰქონდა ფილმებში ნანახ პერსონაჟებთან." – დასკვნის გმაოტანა კი თქვენთვის მომინდვია...
  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეცნიერების უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ვამპირების არსებობა ეს მხოლოდ შეიძლება იყოს მითი. რეალურად ადამიანის სიხლის მწოველ არსებად გადაქცევა შეუძლა მხოლოდ სხვადასხვა ინფექციურ დავადებებს, რომელის საშიშროებაც თანამედროვე მსოფლიოში გამორიცხული არ არის ...

– რა იცი რა ხდება... გთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტს თუ როგორ მოვკლათ ვამპირი? (თავის დავიზღვის მიზნით =))...
1. მზის სხივი...
ეს ყველაზე პრიმიტიული და ეფექტური საშვალებაა ვამპირის გასანადგურებლად. არის მოსაზრებები, რომ ვამპირებს ვერაფერს აკლებს მზე, მაგრამ ეს მცადი შეხედულებაა, რადგანაც ყველა ძველ წიგნებში, რომლებშიც აღწერილია ვამპირთა ისტორია, ნახსენებია, რომ ისინი დაწყევლილნი არიან მზის მიმართ, ასე რომ ვამპირებს ყოველთვის წვავდა, წვავს და დაწვავს მზის სხივები.
2. ხის სოლი...
ვამპირის მოსაკლავად ყველაზე იდეალური იარაღია ხის მყარი და წვეტიანი სოლი, რომლითაც უნდა განგმიროთ შიგ გულში, რადგან, როგორც ვიცით ვამპირებს ახასიათებთ ჭრილობების მყისვე შეხორცების უნარი, მხოლოდ გულია მათი სუსტი სამიზნე, რომელიც არ ხორცდება მხოლოდ ამ მეთოდის შემთხვევაში.
არსებობს მოსაზრებები, რომ განგმირული ვამპირი შეიძლება გაცოცხლდეს თუკი მას ამ ხის სოლს გულიდან ამოვაცლით და გარკვეულ პროცედურებს ჩაუტარებთ, მაგრამ ესეც ტყუილია, თუკი ვამპირი ერთხელ განიგმირა ხის სოლით ის სამუდამოდ მკვდარია.
3. ვერცხლი...
ვერცხლიც, როგორც მზე წყევლაა ვამპირთათვის. მითოლოგიურმა ღმერთმა ართემიდამ (Artemis) დაწყევლა პირველი ვამპირი, რომ დაეწვა მისის სხეული თუკი იგი შეეხებოდა როგორც მზის სხივს ასევე ვერცხლს.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვერცხლით ვერ მოკლავ ვამპირს, მაგალითად თუ ვერცხლის სოლს ჩავარჭობთ გულში, როგორც ხის სოლის მეთოდით, ვერცხლი მას მხოლოდ გაუსაძლის ტკივილებს მოჰგვრის და ეს მეთოდი გამოდგება მხოლოდ და მხოლოდ ვამპირის შესაჩერებლად ან დასასუსტებლად, თუმცა შეიძლება ხერხი იხმარო:
4. ცეცხლი...
კი ნამდვილად კლავს ცეცხლი, მაგრამ საჭიროა ძალიან მძლავრი ცეცხლი და ასევე ის, რომ ვამპირი ამ ცეცხლში დიდი ხანი გადაბმულად იწვოდეს, ვთქვათ რამოდენიმე საათი სანამ ის არ დაიფერფლება.
5. თავის მოკვეთა...
ესეც ძალიან ძნელი გასანხორციებელი მეთოდია, რადგანაც ვამპირი კისერს არ მოგიშვერთ მოდი თავი მომჭერიო. თუკი მაინც გადაწყვიტავთ თავის მოკვეთას, მაშინ უკეთესია თუ ვერცხლის ცულს, ხანჯალს… მოკლედ ვერცხლისაგან დამზადებულ იარაღს გამოიყენებთ, რათა შეხორცება შენელდეს.


როგორც ვიცით ვამპირებზე მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაღებულა, ახლა კი წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული "ვამპირული" ფილმების სიას:

 

 

 

Nosferatu (1922)

 

 

 

 

The Fearless Vampire Killers (1967)

 

 

 

 

Bram Stoker's Dracula (1992)

 

 

 

 

Interview with the Vampire (1994)

 

 

 


From Dusk Till Dawn (1996)

 

 

 

 

Blade (1998), Blade II (2002), Blade: Trinity (2004)

 

 

 

 

Dracula 2000 (2000)

 

 

 

 

Queen of the Damned (2002)

 

 

 

––>  ასევე ფილმები : Underworld (2003)
Underworld: Evolution (2006)
Underworld: Rise of the Lycans (2009)
League of Extraordinary Gentlemen (2003)
Van Helsing (2004)
BloodRayne (2006)
30 Days of Night (2007)
I am Legend (2007)
Twilight (2008)


წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+6
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 68
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6624
ევრო
2.844
რუბლი
4.4972
ლარი
1