



ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნები დაძაბულად მიმდინარეობდა. ძალიან მცირე სხვაობა იყო დემოკრატებისა და რეპრუბლიკელების კანდიდატებს შორის. რესპუბლიკელების წარმომადგენელი დონალდ ტრამპი - ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი და რეალითი შოუს ვარკვლავი გახდა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი. კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 48.0%-მა მისცა. შეგახსენებთ, რომ ტრამპი ცნობილი იყო მისი რასისტული, სექსისტური და სხვა არაორდინალური გამოსვლებით. ასევე ცნობილია მისი მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკვე ოფიციალურად გაავრცელა განხადება, სადაც ის აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ულოცავს გამარჯვებას.
ვფიქრობ, რომ ამერიკა თავისი არსებობის ახალ ეტაპზე გადადის, ვნახოთ რა სიკეთეს მოუტანს ახალი პრეზიდენტი ქვეყანას და როგორ განვითარდება მოვლენები.