ახალი „სანტა ფე“ ევროპისთვის
Saintereso.Com ავტო 2015-11-16 4462 ნახვა

 

ამერიკაში წარდგენის შემდეგ, სრულიად ახალ „ჰიუნდაი სანტა ფეს“ ევროპული პრემიერის დროს მოსდის - კორეული კომპანია მას პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. მანამდე კი ამ ავტომობილის ევროპული ვერსიის მახასიათებლები და ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ევროპული „სანტა ფე“ არაფრით განსხვავდება იმ ავტომობილისგან, რომელიც „ჰიუნდაიმ“ ნიუ იორკის ავტო შოუზე პირველად წარადგინა. თუმცა, თუ ამერიკულ მოდელს გრძელბაზიანი (4905 მმ, შვიდადგილიანი) ვერსიაც აქვს, ევროპელებს მხოლოდ სტანდარტული ბაზის მქონე (4690 მმ) მოდელს შესთავაზებენ, რომელსაც მყიდველს სალონის ხუთ და შვიდადგილიანი კონფიგურაციით შესთავაზებენ.

ახალი „სანტა ფე“ ევროპული საშუალო ზომის ქროსოვერების კლასს შეესაბამება და თავისი სტილითა და აღჭურვილობით, ახლოსაა პრემიუმ სეგმენტთან. პირველად ის ბრიტანეთში შევა, სადაც მხოლოდ დიზელის ერთი ძრავით აღიჭურვება. ამასთან, ავტომობილი იქნება ან წინა, ან სრულამძრავიანი. ძრავი ახალ „სანტა ფეზე“ ძველიდან გადმოინაცვლებს. ესაა ოთხცილინდრიანი 2.2-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომელიც 194 ცხენის ძალას და 421 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი უწყვილდება.

წინაამძრავიანი ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 5.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 155 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სრულამძრავიანის შემთხვევაში, მექანიკური კოლოფით საწვავის ხარჯი 6.1 ლიტრამდე იზრდება, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი 159 გრამს აღწევს. ავტომატური კოლოფით კი შესაბამისი მაჩვენებლები 7.1 ლიტრი და 178 გრამია.

 

„ჰიუნდაი“ ევროპელ მყიდველს შესრულების სამი სხვადასხვა დონის მქონე „სანტა ფეს“ შესთავაზებს. საწყისი დონის ავტომობილის ეკიპირებაში შევა 18-დუიმიანი ბორბლები, პარკინგის უკანა სვლის სენსორები, დღის შუქფარები (გერმანიის და ზოგიერთი ქვეყნისთვის), თვითრეგულირებადი საკიდარი (მხოლოდ შვიდადგილიანზე), ჰაერის კონდიცირების სისტემა, ბლიუთუთი ხმოვანი ამოცნობის უნარით, საჭის მრავალფუნქციური მექანიზმი, აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა, მანქანის სტაბილურობის მართვის სისტემა, ESP, მისაბმელის სტაბილურობის დამხმარე და შვიდი აირბალიში.

 

შემდეგი დონის პაკეტში, რომელსაც პრემიუმ უწოდეს, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა შედის: სატელიტური ნავიგაციის სისტემა შეხების სენსორული მონიტორით, პარკირების უკანა სვლის კამერა და პარკირების დამხმარე სისტემა, კარის უკანა ხედვის სარკეები, რომლებსაც ელექტრონიკა კეცავს, ორზონიანი კლიმატ კონტროლი, წინა სავარძლების გამათბობლები, სახურავის საბარგული, კარის მოქრომილი სახელურები და შავი ტყავით გაწყობილი სალონი.

 

ტოპ დონეს პრემიუმ SE ეწოდა და მის პაკეტში დამატებით შევა: 19-დუიმიანი ბორბლები, მძღოლის სავარძლის ელექტრომარეგულირებელი, პანორამული სახურავი, ქსენონის მტავარი ფარები, დისტანციური გასაღები, რომელსაც ასევე აქვს სტარტ/სტოპ ღილაკი, პარკირების წინა სენსორები, საბურავებში წნევის მაკონტროლებელი სისტემა და „ჰიუნდაის“ მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც თხევადკტისტალური მონიტორით იმართება.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21214-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1