ბავშვებისთვის საშიში სათამაშო
საინტერესო ამბები 2017-06-05 2038 ნახვა

ფიჯეტ სპინერი უკვე ყველამ იცის რაც არის, განსაკუთრებით მშობლებმა, რომელთა შვილებიც აქტიურად იყენებენ ამ სათამაშოს. სინამდვილეში ეს სათამაშო არც ყველა ბავშვისთვის არის განკუთვნილი და არც უსაფრთხოა. უამრავი დაზარალებული და უკმაყოფილო მშობელი წერს ამის შესახებ. ჯოული მორელოსმა, მას შემდეგ რაც ახალ ამბებში მოისმინა გოგონაზე, რომელიც სპინერმა ლამის გაგუდა საკუთარ შვილს აუხსნა და გააფრთხილა ამის შესახებ, თუმცაღა 5 წლის ბიჭს სულ მალე გადაავიწყდა დედის ნათქვამი და ამის  გამო საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. ბიჭმა საკუთარი სათამაშოს ნაწილი გადაყლაპა, რომელიც გულმკერდის არეში მოხვდა და ქირურგიული გზით ამოუღეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა დედამისი მშობლბს აფრთხილებს არ გააკარონ შვილები საშიშ სათამაშოებს. ერთ-ერთი მშობელი, რომელსაც 3 წლის შვილი ჰყავს, ჰყვება, რომ ბავშვს თითში შეერჭო სპინერის ნაწილი. თავად მისი ამოღება ვერ მოახერხა და სამედიცინო დაწესებულებაში გაუწიეს დახმარება. მსგავსი შემთხვევა კიდევ ბევრია. ფაქტი კი ერთია, სპინერი ძირს დავარდნისას იშლება ნაწილებად ან ტყდება, შესაბამისად მას უნდა მოჰყვებოდეს ინსტრუქცია, ასაკობრივი შეზღუდვით, აკრძალული უნდა იყოს 3 წლამდე ბავშვებისთვის. მან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პატარას დაზიანება და მისი გაგუდვაც კი. დაზარალებული მშობლები მოუწოდებენ ყველას დაიცვან შვილები და მიიღონ უსაფრთხოების ზომები. ერთი შეხედვით უვნებელი "სათამაშო" შესაძლოა სასიკვდილო 'იარაღად" იქცეს!


 

წყარო: www.bulvar.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17343-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
24º
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6972
ევრო
3.0921
რუბლი
4.1098
ლარი
1