გენიალური კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
Marie კულტურა 2015-05-04 2925 ნახვა

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. 

რეზო ჩხეიძე გუშინ 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


 

ის 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. 1943-46 წლებში რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. მის სახელს უკავშირდება კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე,“ „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი,“ ასევე ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ "ჯარისკაცის მამა," „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და ა.შ.

რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სხვადასხვა სახის ჯილდოთი. 1963-1981 წლებში ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად მუშაობდა.

ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს.

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 25756-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+29
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 71
29º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.0785
ევრო
3.6237
რუბლი
4.2107
ლარი
1