დაინიშნა თუ არა ეკა მიშველაძე პრეზიდენტის პრეს-სპიკერად




გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი ჟურნალისტი, ეკა მიშველაძე დაინიშნა.
ჟურნალისტს თანამდებობაზე პრეზიდენტი დღეს, 12:00 საათზე ოფიციალურად წარადგენს.
ამ თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წინასწარი კომენტარები არ კეთდება. "ნიუპოსტს" მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ ადმინისტრაციაში 12:00 საათზე ბრიფინგია დანიშნული.
ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.