დაუვიწყარი ქორწილი ევერესტის მთაზე
საინტერესო ამბები 2017-05-31 2113 ნახვა

ყველა წყვილს უნდა განსხვავებული და განაკუთრებული ქორწილი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ ამ წყვილის მსგავსი ქორწილი ჯერ არავის ჰქონია. 35 წლის ჯეიმს სისომ და 32 წლის ეშლი შმეიდერმა სამი კვირა მოანდომეს, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევდნენ. მოგზაურმა წყვილმა თავიდანვე იცოდა, რომ მათი ქორწილი ტრადიციული და ჩვეულებრივი არ იქნებოდა. ერთად მოიფიქრეს და დაგეგმეს ქორწილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთაზე. ევერესტი იგივე ჯომოლუნგმა ან საგარმატხა ზღვის დონიდან 8.848 მეტრზე მდებარეობს.მთაზე ასულებმა კარავიც გაშალეს და ტრადიციული საქორწინო სამოსიც მოირგეს, მხოლოდ ფეხზე ეცვათ სპეციალური თოვლის ფეხსაცმელი. თან ფოტოგრაფი ჩარლტონ ჩარჩილი წაიყვანეს, რომელმაც ულამაზესი ფოტოები გადაიღო. შესაძლოა ყველას არ შეუძლია მთების დაპყრობა, თუმცა ქორწილი უჩვეულო გარემოში ყოველთვის უფრო დასამახსოვრებელი და საოცარია.

 


წყარო: www.bulvar.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17798-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+11
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 81
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6727
ევრო
3.0268
რუბლი
4.0447
ლარი
1