დემნა გვასალია Balenciaga-ს მოდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
❁❁❁ მოდა 2015-10-09 3714 ნახვა

 

 

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ცნობილი მოდის სახლის, ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. -  გამოცემა businessoffashion.com. მას ვუნდერკინდ ქართველ დიზაინერს უწოდებს.


დემნა გვასალია უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოდის ინდუსტრიაში, სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობს და საკუთარ ბრენდსაც ხელმძღვანელობს, რომელსაც "Vetemntes" ჰქვია  და საკმაოდ პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში

 

 



გასულ სეზონებზე Vetemntes-ი პარიზის მოდის კვირეულებზე აქტიურად წარმოადგენდა თავის კლასიკურ, დემოკრატიულ სამოსს, რომელშიც სადად შერეული იყო ქუჩური სტილი და სხვა საინტერესო დეტალები. ბრენდმა მალე მოიპოვა პოპულარობა.  Vetemntes-ის სათავეში დემნასთან ერთად, მისი ძმა, გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი კი დიდი ზომის სამოსი, გადაკეთებული ჯინსები და ყვავილების პრინტით გაწყობილი კაბებია.



ქართველი დიზაინერისთვის ეს პირველი თანამშრომლობა არ არის ცნობილ მოდის სახლთან, მანამდე რვა წლის მანძილზე მუშაობდა - სცენის მიღმა Margiela-ში, ხოლო მოკლე პერიოდი ლუი ვუტონში.

 

Agnès Barret, რომელიც Margiela-სთვის ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა, გვასალიას მარჯელას ”სულიერ შვილს” უწოდებდა.

 

"დემნა გვასალია თავის პირველ კოლექციას (ქალის ტანსაცმელი) შემოდგომა/ზამთარი 2016/17 წლებში წარმოადგენს პარიზში" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში და აღნიშნულია რომ ბრენდის კოლექციებზე კრეატიული პასუხისმგებლობაც დიზაინერს აკისრია. მანამდე კი მოდის სახლს, ცნობილი ამერიკელი დიზაინერი, ალექსანდერ ვანგი ხელმძღვანელობდა.


გვასალიას ახალი პოზიციის შესახებ სიახლე სწორედ მან გამოაცხადა, გასულ პარასკევს "Balenciaga" -სთვის გამართულ ბოლო შოუზე.


 

 

 

ეს კი, ამ დროისთვის "Balenciaga" -ს ბოლო ჩვენება გახლავთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 24742-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+19
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 27
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.1576
ევრო
3.4134
რუბლი
4.1072
ლარი
1