დიდმა ბრიტანეთმა „ევროვიზიაზე“ 75 წლის მომღერალი მამაკაცი გაუშვა
sophiko კულტურა 2015-05-20 1776 ნახვა

   დიდი ბრიტანეთი ევროვიზიაზე 70–იანი წლების ვარსკვლავის გაგზავნით ეცდება გააოცოს ევროპა.

   წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი „ევროვიზიის“ დაპყრობის   ახალ გზებს ეძებდა და ეს სულ უფრო ცუდად გამოსდიოდა. არც  X Factor–ის გამარჯვებულთა რიგი, არც ენდრიუ ლოიდ ვებერის სიმღერები, არც გასულ წელს ჯგუფ Blue–ს ექსტრემალური რეანიმაცია არ აღმოჩნდა საკმარისი კონკურსის ათეულში მოსახვედრად.

   ამ წელს ინგლისელებმა გადაწყვიტეს საკითხს სხვა მხრიდან მიუდგნენ: ბაქოში „ევროვიზიაზე“ 75 წლის ენგელბერტ ჰამპერდინკი მიემგზავრება, რომელიც უკანასკნელად ბრიტანეთის ჰიტ–პარადებში 1972 წელს მოხვდა.

   ხანგრძლივი დამარცხებების შემდეგ ბრიტანელები იმედოვნებენ რომ ჰამპერდინკის გამოცდილება დაიპყრობს მთელს ევროპას. ასევე იმედს იძლევა ისიც, რომ მრავალ ქვეყანაში ის კვლავ ახსოვთ და უყვართ, ვინაიდან სწორედ ჰამპერდინკს ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორიცაა Release Me, The Last Waltz და Quando Quando Quando.

   თავისი მუსიკალური კარიერის მანძილზე ჰამპერდინკი ოთხჯერ იყო გრემიზე (Grammy) ნომინირებული, მიიღო „ოქროს გლობუსი“. ის ელვის პრესლის უახლოესი მეგობარი იყო. ასევე დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავიცაა.

   მომღერლის სიმღერას ჩაწერს ჯგუფი, რომელიც მუშობს ადელთან, ლანა დელ რეისთან და მერი ჯეი ბლაიჯთან.

   თუ რა გამოვა წარსულისა და თანეამედროვეობის ამ შერწყმისაგან, რამდენიმე თვეში ბაქოში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით კი ყველა პოზიტიურადაა განწყობილკი, თავად ჰამპერდინკს კი უნდა რომ “ერებმა მას დაუჭიროს მხარი“.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1