ევრო NCAP-ის ხუთი ვარსკვლავი ”ჰიუნდაი i40-ს”
მა_სა_სო_ქე ავტო 2016-05-14 3402 ნახვა

ევრო NCAP-მა (ევროპის ახალი მანქანების შეფასების პროგრამა) ქრეშ ტესტების ახალი სერიის შედეგები გამოაქვეყნა. სიაში მოხვდა ”ჰიუნდაის” ახალი ჰეჩბეკი და უნივერსალი i40, რომელმაც უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ტესტები 1.7-ლიტრიანი GSD დიზელით აღჭურვილ i40-ს ჩაუტარდა.

ავტომობილმა ყველაზე მეტი, 92 ქულა ზრდასრულ მგზავრთა დაცულობის შეფასებისას დაიმსახურა. 86 ქულით შეფასდა ბავშვთა უსაფრთხოების დონე. შედარებით დაბალი შეფასება მიიღო კაპოტის წინა ნაწილმა, რომელიც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას არასაკმარისად უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, დადგინდა, რომ ბამპერი მინიმალურად აზიანებს ფეხმავლის ფეხებს. შესაბამისად, ამ ნაწილმა უმაღლესი შეფასება მიიღო.

ევრო NCAP-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს ორგანიზაცია ყველა მწარმოებლისგან მოითხოვს, რომ სალონში თანაბრად დაცული იყოს როგორც ზრდასრული, ასევე არასრულწლოვანი მგზავრების უსაფრთხოება. ”ჩვენ ბავშვთა უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როცა ვარსკვლავების მინიჭებაზე ვმსჯელობთ. უფრო მეტიც, ამ კომპონენტში მოთხოვნების გამკაცრება იგეგმება”, - ამბობს ევრო NCAP-ის გენერალური მდივანი მიქაელ ფან რატინგენი.

რაც შეეხება უსაფრთხოების აქტიურ ელემენტებს, i40-ის სტანდარტულ აღჭურვილობაში სტაბილურობის ელექტრონული კონტროლით (ESC) შედს. საბაზო ვერსიის შემთხვევაში, დამატებით კომპლექტაციაში შედის სიჩქარის შემზღუდველი სისტემა, რომელსაც მძღოლი აკონტროლებს. იგივე სისტემა, უფრო მაღალი დონიის ვერსიებისთვის, საბაზო კომპლექტაციაში შედის. ასევე სტანდარტულია სუსტემა, რომელიც უსაფრთხოების ღვედის შეკვრას გახსენებთ.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 23256-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+7
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 60
-1º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.8661
ევრო
3.19
რუბლი
4.5362
ლარი
1