ზღაპრული რეალური სამყარო-ელფების სკოლა
თაკო მოგზაურობა 2016-09-22 3451 ნახვა

 

ელფები, ფერიები, ტროლები და სხვა ზღაპრული გმირები თანამედროვე კინოინდუსტრიაში წარმატებით სარგებლობს. ეს გმირები საშუალებას გვაძლევს მოწვყდეთ რეალობას და ზღაპრულ სამყაროში გადავეშვათ, თუმცა ისლანდიაში ასე არ თვლიან. ამ ქვეყანაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ელფმცოდნეობას დაეუფლოთ სკოლაში, სადაც ელფებისა და სხვა ზღაპრული გმირების სახეობებს ასწავლიან.


სკოლა სახელად Álfaskólinn რეიკიავიკში მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ სრული ინფორმაცია მიიღოთ ელფების 13 სახეობის შესახებ. საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისად კლასები, განრიგი და კურიკულუმები აქვს. კლასებში ელფების სურათებიც კიდია. სხვანაირად როგორ? ხომ უნდა იცოდნენ სტუდენტებმა როგორ გამოიყურებიან ეს ზღაპრული არსებები.

 

სკოლა მართალია ძირითად აქცენტს ელფების სახეობის სწავლებაზე აკეთებს, თუმცა აქვე გაივლით კუსებს ტროლებთან, ფერიებთან, გნომებთან მოქცევის წესებზეც. სწავლების დასასრულს სტუდენტები დიპლომებს იღებენ.


ცხადია, ასეთი საოცარი ადგილისადმი დაინტერესებას ტურისტების უამრავი ჯგუფები გამოხატავენ. მოგზაურებს შეუძლიათ შეუკვეთონ 5 საათიანი ტური იმ ადგილების დასათვალიერებლად, სადაც ელფები ჩვეულებრივ ბინადრობენ.

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20582-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
30º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7664
ევრო
3.0995
რუბლი
4.3046
ლარი
1