თამაში რომელსაც მოზარდები თვითმკვლელობამდე მიჰყავს
საინტერესო ამბები 2017-05-31 848 ნახვა

ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი რომანიდან ან მხატვრული ფილმიდან (თუნდაც სერიალიდან) ამონარიდი ნუ გეგონებათ - საუბარია რეალობაზე, შემზარავზე და სახიფათოზე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას, მოზარდთა და ყმაწვილთა სიცოცხლეს რომ ემუქრება.რუსეთში, ამ თემაზე, წელიწადზე მეტია, რაც განგაშის ზარს რეკენ.კურატორი“ იძლევა დავალებას. როგორც წესი, მოთამაშეს 50 დღის განმავლობაში 50-მდე დავალების შესრულება უწევს. ორმოცდამეათე დღეს კი მას თვითმკვლელობას ავალებენ. ევროპაში (განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთში) - დაახლოებით 8 თვეა, საბერძნეთში - მაისის დასაწყისში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთის პატარა ქალაქ კატერინის მაცხოვრებელ 15 წლის გოგონას ფეხების თოკით შეკვრა და ტრანკვილიზატორების მთელი კოლოფის დალევა უბრძანეს. რაც შეეხება თბილისში მომხდარ შემთხვევას, “ფოსტალიონი” დაინტერესდა,  შეესაბამება თუ არა სიმართლეს ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ  12 წლის გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში თქვეს , რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემენ.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+4
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 62
-2º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.5463
ევრო
3.1154
რუბლი
4.4951
ლარი
1