თბილისის მასშტაბით 33 ბიზნეს პროექტის ავტორი გამოვლინდა
განათლება 2016-05-03 954 ნახვა

თბილისის მასშტაბით 33 ბიზნეს პროექტის ავტორი გამოვლინდა


გასულ კვირას თბილისის ტექნო პარკში, გაიმართა ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ფარგლებში დაგეგმილი პირველი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც 33 გამარჯვებული პროექტის ავტორი ესწრებოდა.
პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინფორმაციო და გაცნობით ხასიათს ატარებდა, მიზნად ისახავდა პროექტის უკეთ გაცნობას და შემდგომი გეგმების გაზიარებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება ჩართულ მხარეებთან ერთად. ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას ბინზეს სწავლების და ბიზნესს იდეების განვითარების მეშვეობით და ამ იდეების შემდგომ დაფინანსებით.
ახალი პროექტის მიხედვით, კონკურსის შესარჩევი ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტსა და თბილისში ჩატარდა. თითოეულში დაგეგმილი იყო მხოლოდ 10 საუკეთესო აპლიკანტის შერჩევა მათთვის საგანგებოდ შექმნილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკანტების რაოდენობამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოლოდინს გადააჭარბა, მათმა რიცხვმა 630-ს მიაღწია, ყველაზე მეტი აპლიკაცია თბილისის (197 განაცხადი) მაშტაბით იქნა შემოსული, მონაწილეთა და კონკურსანტთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, 10-ის ნაცვლად თბილისში 33 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. პროექტის ორგანიზატორებმა 26 აპრილს მონაწილეებს გააცნეს პროგრამის შესახებ ინფორმაცია. მსგავსი ტიპის შეხვედრები შერჩეულ ახალგაზრდებთან საქართველოს 20-ვე მუნიციპალიტეტში შედგება, რის შემდეგაც დაიწყება 3 თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსები ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრის მსვლელობისას ახალგაზრდება ორგანიზატორებს გააცნეს საკუთარი თავი და ბიზნეს იდეები. გამოიკვეთა არა ერთი საინტერესო პროექტის განხორციელების სურვილი, მათ შორის იყო, ეკოლოლოგიური პროდუქტების წარმოება, მეფუტკრეობა, ეკო კოტეჯები, 3D ანიმირებული შენობები, რძის გადამუშავება, თუშური სახლი საქართველოში და ა.შ.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘'კრისტალის'' მიერ, ორგანიზაცია 'PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘'კრისტალთან" თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 16755-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+25
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
25º
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6193
ევრო
3.0693
რუბლი
3.9538
ლარი
1