თუშმა გოგონამ ძველი კარ-მიდამო სასტუმროდ აქცია
მოგზაურობა 2018-10-16 958 ნახვა
თუშმა სტარტაპერმა ძველი კარ-მიდამო სასტუმროდ აქცია
თამარ იდოიძე ახალგაზრდა თუში სტარტაპერია. პროფესიით პედაგოგმა გადაწყვიტა საქმიანობა სხვა სფეროშიც ეცადა და მშობლიურ მხარეში საკუთარი საქმე წამოეწყო. 25 წლის მეწარმემ ოჯახური სახლ-კარი სასტუმროდ აქცია და ახალი ბინზესიც დაიწყო.

ახალი იდეის განსახორციელებლად თამარი პროექტ Yes-Georgia-ს მეწარმეთა სკოლის სტუდენტი გახდა. 
დღეს ახალგაზრდა პედაგოგს საკუთარი სასტუმრო აქვს საქართველოს ულამაზეს კუთხეში. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მზის პანელებიც შეიძინა და კიდევ უფრო უკეთ მოაწყო მამა-პაპის დანატოვარი. 

თამარი მომავალ სეზონზე სხვა სერვისების დამატებასაც გეგმავს და მცირე ზომის ლუდსახარშისა და კაფის მოწყობა აქვს დაგეგმილი სასტუმროს მიმდებარედ.
„პროფესიით პედაგოგი ვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი საქმე, რომელშიც ჩემი იდეების და მიზნების განხორციელებას შევძლებდი, სწორედ ამიტომ დავინტერესდი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლით. მინდოდა გამემყარებინა ცოდნა პროექტების წერის, ბიუჯეტის დაგეგმარების თუ სხვა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მეწარმეთა სკოლამ სწორედ ეს ცოდნა მომცა და კიდევ არაერთ საინტერესო და ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს შემახვედრა, რაც ძალიან გამომადგა ბიზნესის გამართვაში”- ამბობს თუში სტარტაპერი.

ამ ეტაპზე თამარის სასტუმრო წარმატებით იღებს უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს, დამატებით საინტერესო ტურებსაც სთავაზობს და მომავალი სეზონისთვის ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რომ მეტ ტურისტს უმასპინძლოს მშობლიურ კუთხეში.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID)
წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18107-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 66
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6682
ევრო
3.0324
რუბლი
3.9852
ლარი
1