ითამაშე „ჰიუნდაის“ რეკლამისთვის
სალო ავტო საინტერესო ამბები 2015-12-09 2588 ნახვა



საკუთარი პროდუქციის სარეკლამოდ, ავტომწარმოებლები სხვადასხვა, ხშირად ორიგინალურ ხერხებს იგონებენ. მაგალითად, ბოლო წლებში, ძალიან ეფექტრუ შედეგებს იძლევა სუპერ ბოულის შეხვედრის დროს რეკლამირება. მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ, „ჰიუნდაი“ სხვა გზას დაადგა.

ნიუ იორკის ტაიმს სკვერზე, იმ ადგილას, საიდანაც ათწლეულების განმავლობაში, „შევროლე“ თავის ავტომობილებს უწევდა რეკლამას, დღეს „ჰიუნდაის“ ბილბორდი – უზარმაზარი მონიტორი დგას, რომელზეც ნებისმიერ მსურველს, ვიდეორბოლებში მონაწილეობა საკუთარი ტელეფონით შეუძლია.

„ჰიუნდაიმ“ ეს ბილბორდი ერთი კვირის წინ გახსნა. ინტერაქტიურ თამაშს „ჰიუნდაი რეის“ უწოდეს. მისი თამაშის შემთხვევაში, თქვენ რბოლაში „ჰიუნდაი ველოსტერით“ მონაწილეობთ, ავტომობილით, რომელიც მართალია იმდენი არ იყიდება, რამდენიც „ელანტრა“, ან „სონატა“, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორეული კომპანიის ნამდვილი ჰიტია.

იმისათვის, რომ თამაშში ჩაერთოდ და ამას ტაიმს სკვერზე გამვლელებმა უცქირონ, თქვენ „აიფონის“ მობილურის მფლობელი უნდა იყოთ. მიხვალთ შესაბამის მაღაზიაში, ჩატვირთავთ ტელეფონში საჭირო პროგრამას, რის შემდეგაც, მაღაზია „ჰიუნდაის“ უფასო უკაბელო ქსელთან დაგაკავშირებთ. ითამაშებთ და თქვენს მიერ ნაჩვენები შედეგი ბილბორდზე, შესაბამის რეიტინგში აისახება.

„რა თქმა უნდა, ტაიმს სკვერზე უზარმაზარი მონიტორის ფლობით, ჩვენს პროდუქციას უამრავი ადამიანი გაეცნობა. „ჰიუნდაის რბოლა“ კი გაცლებით მეტ ინტერესს იწვევს და მისით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. სახეზეა უფასო სანახაობა, რომელსაც სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს და მასში მონაწილეობის სურვილიც ბევრს უჩნდება. ამგვარად, ადამიანებს „ჰიუნდაისთან“ ინტერაქტიური ურთიერთობის საშუალება უჩნდებათ. ტაიმს სკვერი ბიზნეს და ტურისტული ცენტრია და ამდენად, სარეკლამო ეფექტიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ბილბორდის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ჩვენი ინოვაციური მარკეტინგის ქმედუნარიანობის შესანიშნავი ნიმუშია“, – ამბობს „ჰიუნდაი მოტრო ამერიკას“ მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი სტივ შენონი.

„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ტაიმს სკვერის ბილბორდზე რბოლის სიმულატორს წლის ბოლომდე დატოვებს.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21197-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1