იმისათვის რომ ბავშვი გაეჩინა მსუქანმა ცოლ-ქმარმა 140 კილო დაიკლო
საინტერესო ამბები 2017-06-06 1245 ნახვა

24 წლის კალიფორნიელი კელი ჰეიველი 164 კილოგრამს იწონიდა, როდესაც ექიმებმა საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც უშვილობასა და წონის მატებას იწვევს. მას უთხრეს, რომ დაორსულების შანსი ძალიან მცირე იყო და თუ ეს მაინც მოხდებოდა, დიდი ალბათობით ორსულობას ბოლომდე ვერ მიიყვანდნენ და ნაყოფს დაკარგავდა.მიუხედავად ამისა, კელის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დედა უნდა გამხდარიყო, ამიტომ დაიწყო საკუთარ წონაზე ზრუნვა, რათა დაორსულების შანსები გაზრდილიყო. მან კვების რაციონიდან შაქარი მთლიანად ამოიღო და კვირაში ხუთ დღეს ვარჯიშს უთმობდა. შედეგი დიდი წვალების შედეგად, თუმცა მაინც მიიღო და გოგონამ 90 კილო დაიკლო. კელი ქმრისთვის მოტივატორი გახდა და მანაც გადაწყვიტა დიეტითა და ვარჯიშით წონის შემცირება, რამაც საბოლოოდ 55 კილო მოაკლებინა. საერთო ჯამში წყვილმა 140 კილოგრამი დაკარგა, 2017 წლის დასაწყისში კი ყველაზე დიდი ნატვრა აუხდათ და გოგონას მშობლები გახდნენ.


 


წყარო: www.on.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17798-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+11
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 81
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6727
ევრო
3.0268
რუბლი
4.0447
ლარი
1