იოკო ონოს ბითლზები არ დაუშლია- პოლ მაკარტნის ინტერვიუ
saintereso.com კულტურა საინტერესო ამბები 2016-06-04 3747 ნახვა

პრესაში გავრცელდა ინტერვიუ, რომელიც ლეგენდარულმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ ბრიტანული ტელევიზიისთვის ჩაწერა. ინტერვიუ ეთერში ნოემბრის დასაწყისში გავა. მანამდე კი მის ნაწყვეტს გთავაზობთ:

 

"რა თქმა უნდა მას(იოკო ონო) ბრალი არ მიუძღვის ჯგუფის დაშლაში. ეს თავისთავად მოხდა.როდესაც იოკო გამოჩნდა მისი მიმზიდველობის საიდუმლო მის ავანგარდიზმში იყო. იოკოს შეხედულებამ სამყაროზე, ცხოვრების სხვა გზა აჩვენა ლენონს. მისი წასვლის დრო იყო და ის ამას ისედაც აპირებდა."  ციტირებს ბრიტანული პრესა მაკარტნის სიტყვებს.


პოლი დარწმუნებულია, რომ იოკოს გარეშე ჯონი ვერ შეძლებდა ლეგენდარული "imagine-ის" ჩაწერას.


"არა მგონია ჯონს ეს იოკოს გარეშე შეეძლო. თქვენ ვერაფერში დაადანაშაულებთ ონოს"

მაკარტნი ჯგუფის დაშლას მათ იმდროინდელ მენეჯერს- ბიზნესმენ ალენ კლეინს უკავშირებს. "მე ვებრძოდი სამ ადამიანს, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემი მეგობრები იყვნენ, თუმცა ჩხუბი მხოლოდ მასთან მინდოდა (კლეინთან) "

კლეინი ბითლზების მენეჯერი 1969 წელს გახდა. მაკარტნი მისი დანიშვნის წინააღნდეგი იყო და მხარს მომავალი მეუღლის ლინდა მაკარტნის მამას უჭერდა. ამ უკანასკნელის კანდიდატურას კი ლენონი ეწინააღმდეგებოდა.
დაპირისპირებები სასამართლო პროცესებში გადაიზარდა. მაკარტნი კლეინისა და ჯგუფის დანარჩენი წევრების წინააღმდეგ გამოდიოდა.

მუსიკალური ექსპერტები ფიქრობენ, რომ კლეინის თანამშრომლობამ ბითლზებთან მთელი რიგი სასამართლო პროცესები და ჯგუფის დაშლა განაპირობა.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1