იტალია სასახლეებს უფასოდ არიგებს
საინტერესო ამბები 2017-05-23 1468 ნახვა

თუ ოდესმე საკუთარ სასახლეში ცხოვრებაზე გიოცნებიათ, ახლა შანსი გაქვთ ეს ოცნება აიხდინოთ.იტალია 103 საკუთრებას უფასოდ არიგებს, მათ შორის ვილებს, სასახლეებსა და სასტუმროებს. თუმცა სასახლის მისაღებად, ერთი პირობაა შესასრულებელი. ახალ მესაკუთრეს შენობის სრულად აღდგენა და ტურისტულ სივრცედ გადაქცევა ევალება. ის დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რა შინაარსის სივრცედ გადააქცევს ანტიკურ ვილას, სასახლეს, თუ სასტუმროს. თუ საკუთარი სასახლის მოსაპოვებლად ამ დიდ პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ხართ, მაშინ აპლიკაცია უნდა შეავსოთ, რომლის შეტანის ბოლო ვადაც 26 ივნისს იწურება და ჯერჯერობით მხოლოდ იტალიურ ენაზეა ხელმისაწვდომი. შერჩეულ აპლიკანტებს პირობის შესასრულებლად 9 წლიანი ვადა ექნებათ. თუ შერჩეულ კანდიდატებში არ აღმოჩნდებით, არ იდარდოთ, იტალია მომავალი 2 წლის განმავლობაში კიდევ 200 მსგავს შენობის მესაკუთრეობაზე გამოაცხადებს კონკურსს.

 

 


წყარო: www.on.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 16755-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+25
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
25º
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6193
ევრო
3.0693
რუბლი
3.9538
ლარი
1