კაირა ნაითლის სარბოლო კომბინეზონი მოარგეს
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-02-26 1766 ნახვა

Chanel-ის ახალი მარკეტინგული კომპანია CoCo Mademoiselle-ის სუნამოს პოპულარიზაციის მიზნით უფრო მიმზიდველი გახდა, როცა ინგლისელ მსახიობ ქალბატონს, კაირა ნაითლის სარბოლო კომბინეზონი მოარგეს და Ducati 750 Sport-ის მოტოციკლის მართვა შესთავაზეს. უფრო სწორად ფოტოსესია ამ ტექნიკის ფონზე. ფოტოგადაღებებს ვიდეორგოლის შექმნაც მოჰყვა. CoCo Mademoiselle სუნამოს შესახებ პატარა ფილმს Gabrielle ჰქვია და მისი ავტორი და რეჟისორი ჯო რაითია. სრული ვერსიის დებიუტი შედგა 2011 წლის 21 მარტს CoCo Chanel-ის პირად უებსაიტზე.

Ducati 750 Sport აღჭურვილია 2 ცილინდრიანი, ოთხტაქტიანი, 72 ცხენისძალიანი ძრავით და შეუძლია განავითაროს 128.6 მ/სთ-ში სიჩქარე. ჩვეულებრივ, Ducati-ს თითქმის ყველა მოტოციკლი წითელი ფერისაა, მაგრამ, ამჯერად სარეკლამო რგოლში გამოიყენეს ე.წ. მოხარშული რძის ფერი, როგორც მსახიობის სარბოლო ეკიპირების, ისე მოტოციკლისთვის. კაირა ნაითლის საოცრად უხდება „კრემისფერი“ ტყავის კომბინეზონი, რომელიც მისი სხეულის ფორმას ხაზს უსვამს.

   
   

 

   
წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 23235-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+8
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 60
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9089
ევრო
3.221
რუბლი
4.5697
ლარი
1