კახი კალაძე ერეკლე კოდუას მადლობას უხდის
პოლიტიკა 2015-09-10 1775 ნახვა

"freshnews"-ის სიუჟეტს, კახი კალაძის ცოლისძმის მიერ თავისი მეგობრისათვის, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე 100 ათასამდე ლარის ჩარიცხვას ვიცე-პრემიერის გამოხმაურება მოჰყვა. ანუკი არეშიძის ძმამ, რომელიც მერიის მაღალჩინოსანია, მეგობრის ახლადშექმნილი კომპანიის ანგარიშზე, ბიუჯეტის თანხა, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის გადარიცხა.

კალაძემ კი, ცოლისძმის საქმიანობის შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, სოდის ყოფილ ხელმძღვანელს, ირაკლი კოდუას "ბარიგა" უწოდა. კალაძემ განაცხადა რომ კოდუას მეუღლის, ნანუკა ჟორჟოლიანის კუთვნილი საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებს.

თუმცა, იყო დრო, როცა კახი კალაძე, მისი დაკარგული ძმის საქმის გახსნისათვის, ერეკლე კოდუას მადლობას უხდიდა, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს. 

შეგახსენებთ რომ კალაძის ცოლისძმა თბილისის მერიაში ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. ძნელი გამოსაცნობი არ არის, მოხვდებოდა თუ არა, გამოუცდელი არეშიძე ნარმანიასთან, რომ არა ენერგეტიკის მინისტრის სახელისუფლებო გავლენები.

 

 

 

 

წყარო: www.presa.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21429-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
26º
16º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1