კუთხეში მიმწყვდეული ISIS -ის ლიდერი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა 2016-11-03 1680 ნახვა


17 ოქრტომბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და „ფეშმერგამ"  დაიწყეს მასობრივი შეტევა ქალაქ მოსულზე, მის  დასაბრუნებლად, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ხელში იყო. მოგვიანებით მათ შიიტური დანაყოფებიც შეუერთდნენ. შეტევა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ISIS- ის სახალიფოს იდეა დაცემის პირას არის.

მიმდინარე მოვლენების ფონზე „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა, ადამიანმა, რომელმაც თავი ხალიფად გამოაცხადა, 30 წუთიან აუდიო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის სწრაფი არაბულით ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ იყო ცნობები მისი ლიკვიდირების შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების მირე, თუმცა ეს ცნობები მცდარი აღმოჩნდა.

ალ-ბაღდადი მის ახალ მიმართვაში თავის მებრძოლებს ახსენებს წარსული ძალისხმევის შესახებ, რათა მოტივაცია მისცეს თავის ხალხს მტრის დასამარცხებლად. ასევე მოუწოდებს მათ მხარდამჭერებს „ დაიწყეთ თქვენი ქმდედებები" თურქეთსა და საუდის არაბეთში. ვიდეოს ინგლისური თარგმანის ხილვა შესაძლებელია SITE Intelligence Group -ზე.

ISIS- ის ექსპერტი და „ტერორტის სახელმწიფო" წიგნის ავტორი J.M. Berger-ი მის განცხადებაზე კომენტარს აკეტებს „ მისი გზავნილი ხალხის მიმართ, აღნიშნავს, რომ ვითომდა ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო და მოუწოდებს მათ, რომ არ დაპანიკდნენ".

ვარაუდობენ, რომ ბაღდადი სწორედ მოსულში იმყოფება, სამხედრო ანალიტიკოზების ცნობით,  მისი ჯარისკაცები 6000-ზე ნაკლებნი დარჩნენ, მათ შორის ადამიანები თვითმკვლელი ქამრთებით.

ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ აბუ ბაქრ ალ ბაღდადი კუთხეშია მიმწყვდეული და გრძნობს მის სავარაუდო გარდაუვალ დამარცხებას. თავიდანვე აშკარა იყო, რომ 21-ე საუკუნეში ტერორისტული დაჯგუფების, მიერ სახლიფატის შექმნის იდეა დიდხანს ვერ გასტანდა.

 

წყარო: abcnews.go.com

 

ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+4
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 58
-1º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.5451
ევრო
3.1058
რუბლი
4.5069
ლარი
1