ლუკა გოგიტაძე - 15 წლის ვირტუოზი ქუთაისიდან
განათლება 2018-11-11 696 ნახვა

 

ლუკა გოგიტაძე - 15 წლის ვირტუოზი ქუთაისიდან

 

ლუკა გოგიტაძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის  სახელობის სკოლა-ლიცეუმის ერთ-ერთი შემოქმედი მოსწავლეა. ახალგაზრდა ხელოვანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა ნიჭიერი მხატვარი და მუსიკოსი უკვე მრავალი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია. ახლახან იგი  კონკურსში  ახალგაზრდა ხელოვანი ‘’  მონაწილეობდა და ჟიურის რჩეულიც გახდა.

ლუკა ბავშვობის ასაკიდან ხატავს  და   სხვადასხვა გამოფენაშიც  აქვს მონაწილეობა მიღებული. ახალგაზრდა მხატვრის უნიკალური სტილი განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან.

 

 


ლუკას უნიკალურობა და ნიჭირება მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლება. იგი წარმატებული მოსწავლე, პიანისტი და ნიჭიერი კომპოზიტორიცაა. მუსიკის წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, ასევე არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. როგორც ლუკა აღნიშნავს,  მუსიკა უმთავრეს როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. დღეს ლუკა სხვადასხვა ნაწარმოების ავტორ-შემსრულებელია. წარმატებული პიანისტი კომპოზიტორების კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეცაა. ახლახან გამართულ მუსიკის კონკურსზე მის მიერ შექმნილმა ასტორ  პიაცოლას ,,ლიბერტანგოს’’ ინტერპრეტაციამ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ლაურეატი,  ვალერიან შიუკაშვილის რჩეულიც გახდა.

 


„ორი წელია, რაც გადავწვყვიტე მუსიკას უფრო სერიოზულად მივუდგე. ფაქტობრივად, თვითნასწავლი შემოქმედი ვარ,  მუსიკას თავად  ვქმნი და ვუკრავ. ჩემთვის ეს სამყარო უფრო დიდი სიამოვნებაა და, ალბათ, მუსიკის გზას გავყვები“, - სიამაყით ამბობს ლუკა.

ნიკო ნიკოლაძის სკოლის მოსწავლეს უკვე რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები აქვს შექმნილი. სკოლის ჩართულობით, იგი „სამოქალაქო ინიციატივების კლუბის“ პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ახალგაზრდა ხელოვანს მომავლისათვის კრეატიული იდეები აქვს:   ახალი პროექტებისთვის ემზადება,  კინომუსიკისთვის   ნაწარმოებებს   შექმნას გეგმავს  და  ლიტერატურული კლუბის ხელნაწერ  ჟურნალ -  ,,ლიცეუმის  არტყვავილების’’ მხატვრულად  გაფორმებაზეც მუშაობს .   

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18107-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 66
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6682
ევრო
3.0324
რუბლი
3.9852
ლარი
1