მერლინ მონროს გარდაცვალების დეტალები
ლეგენდა 2017-01-15 3972 ნახვა

მერლინ მონრო თავისი დროის სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა.მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

 

მერლინის ცხოვრებაში ბევრი ცნობილი მამაკაცი იყო,მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი  პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი უმცროსი ძმა ბობია.

 

მონროს გარდაცვალების შემდეგ 51 წელი გავიდა,მაგრამ ნამდვილი მიზეზი დღემდე არ არის  დადგენილი.არავინ იცის ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.

 

60-იან წლებში ფრედ ოტაში ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ გამომძიებლად ითვლებოდა.იგი  ნამდვილი პროფესიონალი იყო.მისი გარდაცვალების მერე მისმა ქალიშვილმა კოლინმა მამამისის საბუთებში ჩანაწერები იპოვა,რომლებიც მონროს გარდაცვალებასა და მის ცხოვრებას ეხებოდა.

 

ოტაშის ჩანაწერების მიხედვით, მონროს ძმებთან კენედისთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.როგორც აღმოჩნდა , გამომძიებელმა მერლინის ლოს-ანჯელესის სახლში დამონტაჟებული მოსმენის მოწყობილობების წყალობით საკმაოდ ბევრი რამ გაარკვია. ჟურმალ Hollywood Reporter-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი,თუ რა გაიგო ზუსტად ოტაშმა და რისი მოწმე გახდა იგი.

 

მის გარდაცვალებამდე (1992), გამომძიებელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:„მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ,მაგრამ მათი კვნესის გადმოცემა მე ნამდვილად არ მინდა“.

 

ოტაშის ჩანაწერებში ასევე  იყო აღნიშნული შემდეგი რამ:„მე მესმოდა როგორ კვდებოდა მერლინ მონრო“.

 

1962 წლის 5 აგვისტოს , მონროს გარდაცვალების დღეს, ოტაშს თავის ჩანაწერებში მონროს და ძმები კენედის ჩხუბი ჰქონდა აღწერილი.მონრო ვერ ეგუებოდა,რომ ძმების ხელში ის უბრალოდ სათამაშო იყო.

 

 

ფრედ ოტაში-ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი გამომძიებელი

 

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1