მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საინტერესო ამბები 2018-07-19 2245 ნახვა

 

მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების საკითხებზე სექტორის წარმომადგენლებმა ინვესტორებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართეს

 

მიმდინარე კვირას, თბილისში, საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, მიკროსაფინანსო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის სპეციალური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირება.

 

შეხვედრას საფინანსო ინსტიტუტების, მიკროსაფინანსო საინვესტიციო სააგენტოების,  აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მარეგულირებელ უწყებათა წარმომადგენლები დაესწრნენ. განხორციელდა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ქვეყნის გარეთ მყოფი დაინტერესებული ინვესტორებისათვის.



სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მონაწილე სტუმრებმა განიხილეს მიკროსაფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.

 

სესიაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა იმსჯელეს და რეგულაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სტრუქტურებს. გამოთქმული რეკომენდაციები ძირითადად მიმართული იყო მარეგულირებელი უწყებების და მიკროსაფინანსო სექტორის პროაქტიური თანამშრომლობისკენ და მიკროსაფინანსო სექტორისა და მსესხებლებისთვის მოსალოდნელი ზიანის მინიმიზაციისკენ, დაკრედიტების ბაზარზე მაქსიმალურად ოპტიმალური წესების  ჩამოსაყალიბებლად.

 

„დღეს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი ინვესტორებისთვის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი  ინვესტორი იყო ჩართული. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების კუთხით გატარებული რეფორმები და ვიმსჯელეთ აღნიშნული რეგულაციების დანერგვის გზებზე, რომელიც უმტკივნეულო იქნება როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე, თავად მიკროსაფინანსო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა მისო კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბ-მა არჩილ ბაკურაძემ.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17789-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+11
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 81
11º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6818
ევრო
3.0299
რუბლი
4.0185
ლარი
1