მოგზაურობა ქალაქ-ოაზის ჰაილიში
მოგზაურობა ქალაქ ოაზის ჰაილიში მოგზაურობა 2016-08-30 2587 ნახვა

flydubai ფრენების განხორციელებას საუდის არაბეთის ქალაქ ჰაილის მიმართულებით იწყებს

 

დუბაის ინოვაციური, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საკუთარ ქსელს ახალ მიმართულებას ამატებს. 13 თებერვლიდან ავიაკომპანია flydubai საუდის არაბეთის ოაზისად წოდებულ ქალაქ ჰაილის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს.

ქსელის კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მინდა მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერისთვის საუდის არაბეთის ბაზრის უკეთ ათვისებისა და მომსახურეობის საქმეში. ამ რეისის დანიშვნით ჩვენ კიდევ ერთხელ ვასრულებთ იმ პირობას, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონალურ აეროპორტს უნდა მოვემსახუროთ დუბაიდან პირდაპირი რეისებით. ამ რეისის დანიშვნა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვანწინლად შეუწყობს ხელს. ჩვენ მოუთმენლად ველით ჰაილის მიმართულებით მგზავრების მომსახურეობას".

flydubai-მ საუდის არაბეთის მიმართულებით პირველი რეისი 2010 წლის ნოემბერში შეასრულა. კომპანია უკვე ემსახურება რიადს, ჯედდას, აბბას, იანბუს, დამამს, გასიმს, ტაბუკს და თებერვლიდან ჰაილსაც მოემსახურება.

flydubai-ს ქსელი უკვე 32 ქვეყანას და 50-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთის სუბკონტინენტზე, აზიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასრულებს.

 

 

 

flydubai-ს შესახებ:

მსოფლიოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი და დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი flydubai 2008 წლის მარტში დაარსდა. ავიაკომპანიამ ფრენების შესრულება 2009 წლის ივნისში დაიწყო და მისი ქსელი უკვე 32 ქვეყანას და 50-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთის სუბკონტინენტზე, აზიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასრულებს. flydubai-ს ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება. დაბალფასიანი ავიაგადამზიდავი დუბაის მტავრობის საკუთრებაა და იგი ხელს უწყობს ქალაქის კომერციული და ტურისტული სექტორების განვითარებას ასრულებს რა ხელმისაწვდომ და დაბალფასიან რეისებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ავიაკომპანია ერთგულია ხარისხის და კომფორტული მგზავრობის პირობების შექმნის დაპირებისა. იგი ამცირებს ფრენის ფასებს, ეფექტურს ხდის ფრენების შესრულებას და სთავაზობს მგზავრებს მეტ არჩევანს. ტვირთის გადაზიდვები - კარგო სერვისი flydubai-მ 2012 წლის 1 იანვრიდან დააარსა. ტვირთების გადაზიდვას ავიაკომპანია, როგორც თავის ქსელში არსებული, ასევე სხვა გარე მიმართულებებითაც ასრულებს.

            

 

\

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21429-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
26º
16º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1