მოსკოვში სუიციდის თამაშის ადმინისტრატორი დააკავეს
საინტერესო ამბები 2017-06-14 8468 ნახვა

სიკვდილის ჯგუფი"-ს ადმინისტრატორი, რომელიც ობოლ გოგონას აიძულებდა თავი მოეკლა, დაკავებულია. ის 14 წლის სკოლის მოსწავლეს აძლევდა დავალებებს. "თამაშის" პირველი ეტაპი მოიცავდა ანკეტის შევსებას, რომელშიც გოგონას უნდა ჩაეწერა ყველაფერი საკუთარ თავის შესახებ. შემდეგ მას დაევალა ამოეტვიფრა სხეულზე "F57". მორიგი დავალება სწავლისა და მეცადინეობის შეწყვეტა იყო, უკანასკნელი კი  თვითმკვლელობას გულისხმობდა: გოგონა ან სიმაღლიდან უნდა გადმომხტარიყო, ან მატარებელს გადაევლო მისთვის, რაზეც მოზარდმა უარი თქვა. ამის შემდეგ კურატორი გოგონას  ახლობლების მის თვალწინ დანაწევრებით ემუქრებოდა. იმისათვის, რომ  მოზარდს საყვარელი ადამიანები გადაერჩინა, თვითმკვლელობა გულის წამლების დალევით სცადა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საბედნიეროდ, მიღებული წამლის დოზა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა და მალევე გამოწერეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. კურატორი კი  დაკავებულია, მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ უკვე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყარო: www.bulvar.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15599-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
31º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4805
ევრო
2.9044
რუბლი
4.005
ლარი
1