მოტოციკლი ”ჰიუნდაისგან” - მხოლოდ დიზაინერის ხედვა
სალო ავტო 2016-01-04 2803 ნახვა



ცუდი იდეა არ უნდა იყოს, არა? - მოტოციკლი ”ჰიუნდაისგან”... რა თქმა უნდა, ამაზე კორეული გიგანტის მესვეურებს არც უფიქრიათ, რადგან მათ ავტობაზარზე ისედაც ძალიან ძნელი მიზნები აქვთ მისაღწევი. მაგრამ წარმოდგენებში აბსოლუტურად შეუზღუდავნი არიან თავისუფალი დიზაინერები, რომლებსაც ხელს არავინ და არაფერი უშლის იმაში, რომ უჩვეულო იდეები შემოგვთავაზონ.

ასრთი დიზაინერია კორეელი მინ სეონ კიმი, რომელმაც უჩვეულო სუპერბაიკი შექმნა და რატომღაც მას ”ჰიუნდაი” დააწერა. უფრო უჩვეულო კი ისაა, რომ მოტოციკლზე ამხედრებული მრბოლის კომბინეზონს ”სუძუკი” აწერია. თუმცა, ეს არაა მთავარი - ბოლოს და ბოლოს, კონცეპციის ავტორი შესაძლოა ფიქრობს, რომ ამ მოტოციკლს ”ჰიუნდაი” სწორედ ამ ტიპის მანქანების წარმოებაზე დახელოვნებულ ”სუძუკისთან” პარტნიორობით შექმნის...

მაგრამ მთავარი არც ესაა. კონცეპციაში ყველაზე საინტერესო, მოტოციკლის აღწერაა. ავტორი წერს, რომ ორბორბლიანი მანქანა ისეთი, ჯერ არარსებული მასალებისგან დამზადდება, რომლებსაც დაჭიმვა და მოშვება შეუძლია. დიზაინერი თვლის, რომ ეს თვისებები მოტოციკლს ისევე გამოადგება, როგორც ადამიანის სხეულს კუნთები. საინტერესოა, მფრინავი ხალიჩისა და თვითმფრინავების არ იყოს, ალბათ ასეთ მასალას ოდსემე მოიგონებენ...

გარდა ამისა, მოტოციკლს მისი უსაფრთხოების კარკასიც გამოარჩევს. რა თქმა უნდა, ის უსაფრთხოებისთვისაა, მაგრამ სამაგიეროდ, მოტოციკლისტის ხედვის არეს აუარესებს. კიდევ ორი საინტერესო დეტალი: უზარმაზარი ბორბლები ღერძზე არ ზის. ასეთ ტექნოლოგიას თავის კონცეპტუალურ მოდელებზე ხშირად იყენებს შვეიცარიული ატელიე ”სბარო”. დაბოლოს, ძრავი. ესაა V8 აგრეგატი, რომელიც კომპაქტურობით გამოირჩევა.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1