ნიჭიერი დაიწყო
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-06-17 3134 ნახვა

 

 

 

ხვალ 19 მარტია! ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან სამი თვის განმავლობაში, ორშაბათი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში დიდად არავის უყვარს  და დასვენების შემდეგ  ბაღში (დიახ, ამ ასაკის მაყურებელიც გვყავს) სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში წასვლას ნიშნავს, ყველასთვის საყვარელი გახდება! : )

ახალი სეზონის პირველი გადაცემა ხვალ, ორშაბათს, ტრადიციულად 22:00 საათზე გავა ეთერში.

პროექტისთვის მზადება წინა სეზონის დამთავრებისთანავე დაიწყო. მთელი საქართველოს მოვლის შემდეგ, თბილისში, ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ კონკურსანტები, რომლებმაც ძალიან განსხვავებული, გამორჩეული და საინტერესო ნომრები წარმოადგინეს რუსთაველის თეატრის სცენაზე.  უკვე ერთი თვეა საეთეროდ მზადდება პროექტი და ამ ორშაბათიდან გვექნება საშუალება რუსთავი2-ის ეთერში ყველაზე რეიტინგულ შოუს ვადევნოთ თვალ-ყური.

“ნიჭიერი” ახალი ტალანტებით, გამოცდილი ჟიურით და ქართული ტელესივრცის ყველაზე ენერგიული წამყვანებით ტელესივრცეს უბრუნდება.

ხვალ, მთელი დღის განმავლობაში  ”Senate Club”-დან იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში. იქ მზადება ათი საათისთვის დილიდან დაიწყება და საღამოს, პროექტის გუნდი ჟიურის და სხვა სტუმრების გარემოცვაში ერთად უყურებს 2012 წლის სეზონის პირველ გადაცემას!

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1