ნორლისკი - ყველაზე ბინძური დასახლებული ადგილი
Marie მოგზაურობა 2015-03-16 4735 ნახვა

 

ნორილსკს, ქალაქს, რომელიც ციმბირში, უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს 100,000-ზე მეტი მცხოვრები ჰყავს. ქალაქი მსოფლიოში ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტია. დაბალი ტემპერატურის გარდა,  ნორილსკი დაბინძურების დონითაც გამოირჩევა, რაც გამოწვეულია ქალაქში არსებული მაღაროებით, რომელთა დამსახურებითაც  ქალაქი მსოფლიოს დაბინძურებული დასახლებული ადგილების ათეულში შეიყვანეს.


ინტერნეტი აქ ერთი წლის წინ შეიყვანეს

იქ მცხოვრებთ, სიბინძურის გამო ძალიან დიდი ალბათობა აქვთ დაავადნენ სიმსივნით.

საშუალო შემოსავალი 800 - 1200 $ -ია

1 კილოგრამი კარტოფილი კი 12 $ ღირს...

 


 


 

ქალაქში ტემპერატურა -27°C-დან 14°C-მდე მერყეობს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა  -53.1°C დაფიქსირდა.  ქალაქში, რომელიც წელიწადში 270 დღე თოვლითაა დაფარული ხშირია ქარბუქები, რომელთან შეხება ქალაქის მცხოვრებლებს ყოველ მესამე დღეს უწევთ.

ქალაქში ზაფხულიც გამორჩეულია, ზაფხულობით მზე სამი კვირის განმავლობაში არ ჩადის. ზამთრობით კი პოლარული ღამე ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება.

 

 

პირველი სახლი აქ  1920 წელს აშენდა, თუმცა ქალაქის დაარსების ოფიციალური თარიღი 1935 წელია, როცა პატიმრებმა ამ ადგილას ნიკელისა და სპილენძის მოპოვება დაიწყეს.  1951 წელს ქალაქში მომუშავე პატიმართა რიცხვმა, რომლებიც აქ მუშაობდნენ, თავის პიკს, 75 000 ათას ადამიანს მიაღწიეს. 1956 წელს პატიმართა ბანაკი დაიხურა. დაკავებულების უმრავლესობა, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, ქალაქის ტერიტორიაზე დარჩნენ და ცხოვრებისბოლომდე აქ ცხოვრობდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალაქში 100,000-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამომწვარია

 

 

პოლარული ძილი

 


 

-46 ºC – ლენინის მოედანი

 

 

 

 

ადგილობრივი თათრების მეჩეთი

 


 

ტაძარი, რომელიც 1935-1956 წლებში მომუშავე დაღუპულ პატიმართა ხსოვნას ეძღვნება

 


 

მაღაროები

 


 

 

 

 

საცხოვრებელი უბანი

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: www.wis.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26254-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
24º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2202
ევრო
3.8137
რუბლი
4.2174
ლარი
1