ორსახოვანი „ჰიუნდაი სანტა ფე“
სალო ავტო 2015-12-07 2535 ნახვა



როგორც იქნა, „ჰიუნდაი სანტა ფეს“ მსოფლიო პრემიერის დროც დადგა. თანაც, ნიუ იორკის ავტო შოუზე, სადაც ეს ავტომობილი საზოგადოებამ პირველად იხილა, ის ორი ვერსიის სახით წარსდგა. მათგან ერთი ხუთადგილიანია და მას ჩრდლოეთ ამერიკაში „სანტა ფე სპორტის“ სახელით გაჰყიდიან, მეორე კი შვიდადგილიანია, მას შედარებით გრძელი ბაზა (ორივე სედან სონატას პლატფორმაზეა აგებული) აქვს და ეს უბრალოდ „სანტა ფე“ იქნება. კორეული კომპანიის განცხადებით, გრძელბაზიანი „სანტა ფე“ მოდელ „ვერაკრუსს“ ჩაანაცვლებს.

ხუთადგილიანი „სანტა ფე სპორტის“ გაბარიტებია: ბორბლებს შორის ბაზა 2700 მილიმეტრი, სიგრძე 4690 მილიმეტრი, სიმაღლე 1680 მილიმეტრი და სიგანე 1880 მილიმეტრი. „სანტა ფეს“ გაბარიტებია: ბაზა 2800 მილიმეტრი, სიგრძე 4905 მილიმეტრი, სიმაღლე 1690 მილიმეტრი და სიგანე 1885 მილიმეტრი.

ექსტერიერის და ინტერიერის ზომებს შორის განსხვავების გარდა, გრძელბაზიან „სანტა ფეს“ წინა და უკანა ნაწილის განსხვავებული ფორმებიც აქვს. რაც მტავარია, ორივე ავტომობილის გარეგნობა, კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილ „თხიერ სკულპტურის“ შესაბამისადაა შემუშავებული.

„სანტა ფე სპორტისთვის“ ბენზინის ორი ძრავია გამოყოფილი. ერთია ოტხცილინდრიანი 2.4-ლიტრიანი GDI, რომელიც 190 ცხენის ძალას იძლევა. მეორეა 2.0-ლიტრიანი, ასევე ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც 264 ცხენის ძალას აღწევს. პირველი აგრეგატი ქალაქში 100 კილომეტრზე 10.3 ლიტრ ბენზინს წვავს, ქალაქგარეთ ხარჯი 7.1 ლიტრია, შერეული ციკლით კი - 9.1 ლიტრი. მეორე ძრავის შემთხვევაში, ქალაქში ხარჯი 10.8 ლიტრია, ქალაქგარეთ - 7.6 ლიტრი, შერეული ციკლით კი - 9.5 ლიტრი.

გრძელბაზიანი „სანტა ფესთვის“ მხოლოდ ერთი ძრავია გამოყოფილი. ესაა ბენზინის 3.3-ლიტრიანი V6 GDI, რომელიც 290 ცხენის ძალას იძლევა. ამ ძრავის მიერ საწვავის მოხმარების მონაცემები არ გამოქვეყნებულა. ყველა ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ორივე „სანტა ფე“ წინაამძრავიანია, თუმცა მყიდველს ასევე სრულამძრავიანი ვერსიის შეკვეთა (ოპცია) შეუძლია. შვიდადგილიანი ვერსია აღჭურვილია ეგრეთ წოდებული „მკვდარი ზონების“ თვალთვალის სისტემით.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1