ოტავიო მისონი
ლეგენდა 2017-01-03 3210 ნახვა

ოტავიო მისონი

 

93 წლის ასაკში იტალიაში გარდაიცვალა ცნობილი მოდის სახლის Missoni-ს დამფუძნებელი ოტავიო მისონი.
მოდის სამყაროში ოტავიო და როზიტა მისონის ოჯახური და შემოქმედებითი კავშირი ყველაზე გულწრფელ, ძლიერ  და ნაყოფიერ კავშირად ითვლებოდა.ზუსტად როზიტასთან შეხვედრა ოტავიოს მისონის ბრენდის შექნაში დაეხმარა.

ოტავიო მისონი დაიბადა 1921 წელს დუბროვნიკში.ის სერიოზულად იყო გატაცებული მძლეოსნობით.1948 წელს კი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო,სადაც მეექვსე ადგილი მოიპოვა.

სპორტიდან წასვლის მერე ოტავიომ როზიტა გაიცნო,რომელიც იტალიის ჩრდილოეთში ტექსტილის ფაბრიკის მფლობელის ქალიშვილი ოყო.ოტავიოს და როზიტას დაქორწინების მერე მისონის ბრენდის ტანსაცმელს ზუსტად ამ ფაბრიკაში კერავდნენ.(ბრენდი 1953 წელს დაარსდა)

მისონის პირველი კოლექციის პირველი პრეზენტაცია 1958 წელს მილანში ჩატარდა.კოლექციაზე წარმოდგენილი  იყო სეზონის ყველაზე მოდური ტრენდები: ზოლიანი და ფერადი კოსტუმები,რაც მაშინვე ჟურნალ  Vogue-ის რედაქტორის დიანა ვრილანდის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

გავიდა წლები.დღეს მისონის მოდის სახლის საქმეებს ოტავიოს და როზიტას შვილები ხელძღვანელობენ: ვიტორიო ფინანსური დირექტორია,ანჯელა კი კოლექციის შემქმნელი.ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად ოტავიო ცხოვრების ბოლო დღებამდე ბრენდის საქმის კურსში იყო.

 

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1