პიერ-ოგიუსტ რენუარი
მარი ლეგენდა კულტურა 2016-03-07 12644 ნახვა

 

 

პიერ- ოგიუსტ რენუარი 1841 წელს საფრანეთში, ლიმოჟში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. პატარა იყო როცა ოჯახი პარიზში გადასახლდა.

 

 


13 წლიდან ხატავდა და მუშაობდა, მიაღწია იმას, რომ ლუვრში ასლების გადამღებად აიყვანეს.

სწავლობდა ნატიფი ხელოვნების სასწავლებელში, პარალელურად დადიოდა გლეირის სახელოსნოში, სადაც გაიცნო მონე, სისლეი და ბაზილი.

1869 წლიდან იწყება მონესა და რენუარის ნახატებით იმპრესიონისტული პერიოდი,სიხალე ხელოვნებაში, კულტურაში.

 

 


მის ცხოვრებაში იყო სიღარიბე, შემოქმედებითი კრიზისი, მაგრამ მაინც როცა ხატავდა ბედნიერი იყო და სხვებისთვისაც ბედნიერების მოტანა სურდა... მისი ტილოები სავსეა ოპტიმიზმით,სიცოცხლით, ნათელი ფერებით... ამბობდა: „ნახატი სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი უნდა იყოს; დიახ, ლამაზი! ამქვეყნად ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ არის, კიდევ სხვა რომ მოვინდომოთ.“

 

 


სიცოცხლეშივე მიაღწია წარმატებას, მაგრამ ჯანმრთელობა ადრევე შეერყა, ფუნჯს სახვევებით იმაგრებდა ხელებზე,რომ ხატვა შესძლებოდა, ართრიტის მიუხედავად.  სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო,სავარძელს მიჯაჭვულმა სიკვდილის დღესაც, 1919 წლის 2 დეკემბერს თაიგული დახატა და წაიჩურჩულა: „მგონი, რაღაც გამეგება ამ საქმეში“...

 

(მომზადებულია სერიიდან ,,დიდი მხატვრები - რენუარი“)

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1