პოლიციამ თავისუფალ მედიაზე მორიგი ოპერაცია განახორციელა
პოლიტიკა 2015-09-02 1691 ნახვა

ზეწოლა თავისუფალ მედიაზე

პოლიციამ თავისუფალ მედიაზე მორიგი ოპერაცია განახორციელა

თურქეთში პოლიციამ, თავისუფალი მედიის ერთ-ერთ ძლიერ მედია ორგანიზაცია, იფეკ ჰოლდინგზე, ოპერაცია ჩაატარა. მედია ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ოთხი გაზეთი, ორი ტელევიზია და რამოდენიმე ჟურნალი. სპეცოპერაცია სწორედ მაშინ ჩატარდა, როდესაც გაზეთმა ბუგინმა (Bugün) სენსაციური ფოტო მასალა გაავცრელა სათაურით „აკჩაკალეს გამშვებ ფურკნტზე (თურქეთი-სირიას საზღვარი) ისისი-სათვის გაგზავნილი იარაღის მომზადებაში მოსახმარი საბრძოლო მასალის გადატანა დოკუმენტაციით დამტკიცდა„

თავისუფალ მედიაზე განხორციულმა ამ ქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც თურქეთში, ისე დასავლეთში. სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს ჟურნალისტებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. ისინი თავისუალი მედიის მიმართ უკვე მერამდენიმე ოპერაციის გამო დიდ შეშფოთებას გამოხატავენ და თავისუფალი პრესისა და დემოკრატიის აუცილებელი არგუმენტების მიმართ განხორციელებული ოპერაციების შეწყვეტას ითხოვენ.
იფეკ ჰოლდინგის მედია საშუალებები ერდოღანსა და მის მთავრობის ქმედებებს სერიოზულად აკრიტიკებდა.
თურქეთში ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად გაკეთებულ სპეცოპერაციას „რეპორტიორები მის საზღვრებს გარეშე" (RFS) გამოეხმაურა. იფეკის ჯგუფის გაზეთზე და ტელევიზიებზე ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად დაგმო RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განფოფილების დირექტორმა იოჰან ბიჰარმა. "ოპოზიციური მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაუყოვნებლივ დაასრულეთ და საერთაშორისო ვალდებულებებში თავსებად დემოკრატიულ საზღვრებს დაუბრუნდით." - განაცხადა ბიჰარმა.


ევროკავშირი: განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულები ვართ

ევროკავშირმა (EU) თურქეთში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობის მხრიდან დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების არაფრად ჩაგდებით, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციებზე სპეცოპერაციის მოწყობა ქვეყნის მომავლისთვის შემაშფოთებელად შეაფასა. ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო ჯიჰანის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ევრო პარლამენტის მწვანეთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა თურქეთის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა: "თურქეთის მთავრობას ძალიან მკაცრად მოვუწოდებ, ოპოზიციური მედიის თავის ბატონობის ქვეშ აყვანის სტრატეგიას ბოლო მოუღოს." ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო ახლოდან დაკვირვებაა საჭირო აღნიშნა ჰარმსმა და განაცხადა, რომ ევროკავშირიდან თურქეთში სპეციალური დელეგაციის გაგზავნის და ამ დელეგაციის მიერ განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მიმართ განვითარებული მოვლენების უფრო ახლოდან დაკვირვების მომხრეა. „პრესის თავისუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებია" -აღნიშნა რებეკა ჰარმსმა. „გაზეთებზე და ტელევიზიაზე განხორციელებული სპეცოპერაცია, "AK პარტიას და პრეზიდენტ ერდოღანს თავში ოპოზიციური მედიის გაჩუმების აზრი აქვთ და ახლა განვითარებული მოვლენებიც ამას გვიჩვენებს".
ევროკავშირის კომისიის სპიკერმა მაია კოჩიანჩიჩიმ ქვეყანაში პრესის საქმიანობაში ჩარევასა და პრესის მიმართ ზეწოლის მატებაზე გაამახვილა ყურადღება და პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით დიარბაქირში წასული და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 3 უცხოელი (ინგლისელი ჟურნალისტები თურქეთის ქალაქ დიარბაქირში დააკავეს) ჟურნალისტის დაკავების გამო კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაცრი პოზიცია.
ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის წევრი საჟჟად კარიმმა პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთში ფუნდამენტური უფლებების მიმართ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება. "თურქეთში ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე მომხდარი თავდასხმებით ჩვენი შეშფოთება ყოველდღიურად მატულობს. გუშინ ბრიტანელი ჟურნალისტები დააკავეს, დღეს იფეკის ჯგუფის მედიის მიმართ პოლიციამ სპეცოპერაცია მოაწყო." - განაცხადა შეხვედრაზე სეჯჯად კარიმმა

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21429-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
26º
16º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1