პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განლაგდება
2017-03-22 3184 ნახვა

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად უმრავლესობის ლიდერმა საგაზეთო ინტერვიუში დაადასტურა. მისი თქმით, ახალი პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში იმუშავებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხდაებით, ავლაბრის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განლაგების იდეა გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის.

"გუშინ ვესაუბრე ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა აღიშნული შენობის "მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში ასაშენებელ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტისთვის", – განაცხდა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ იმავე პროგრამის ფარგლებში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ბათუმში ააშენა, თუმცა შენობა ახალმა მთავრობამ არ მოიწონა და ის ბათუმის მერიას გადასცა.

წყარო: http://politico.ge/index.php/news/view/7723

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 22961-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+14
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 21
14º
-1º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9736
ევრო
3.2888
რუბლი
4.6555
ლარი
1