პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს
განათლება 2018-11-11 489 ნახვა

 

 

პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსს ოთხი გამარჯვებული ჰყავს

 

 პროფესიული განათლების კვირეული დასრულებულია. დასკვნით ღონისძიებაზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში - საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი დასახელდა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი  ია მოსაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება 2018 წლის პრიფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას - ამ ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმაგაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად საქართველოს რკინიგზა დასახელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორის - მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო არაერთი ფორუმი თუ ღია კარის დღე, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

 


„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას. იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

გალადაჯილდოებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზი გადასცა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა,  რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორია. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგაზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთი უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - ,,Didacta, the Education Trade Fair-“.

კვირეულის ფარგლებში, მოეწყოღია კარის დღეებიათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით, დაფინანსდა ათი საგანმანათლებლო სასწავლებელ, სადაც შეიქმნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული პროგრამა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. „ღია კარისდღეებზე დასწრება და ინფორმაციის მიღება თავისუფალი იყო.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტისპროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვისფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18107-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 66
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6682
ევრო
3.0324
რუბლი
3.9852
ლარი
1