რატომ გაწირეს ღარიბაშვილი - ,,დაბალი რეიტინგი და კონფლიქტი ივანიშვილთან"
პოლიტიკა 2015-12-23 1799 ნახვა

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე "ნიუპოსტთან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს.

ჩიტიძე თვლის, რომ ღარიბაშვილის "დროული წასვლა" მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მმართველი ძალის დაბალ რეიტინგთანაა დაკავშირებული. 
"ქართული ოცნების" რეიტინგი დღითი-დღე ეცემა, დიდი შანსია, რომ მართველმა ძალამ ვერ მოიპოვოს გამარჯვება 2016 წლის არჩევნებში ამიტომ მოხდა ეს ცვლილება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ღარიბაშვილმა იგრძნო ძალუფლების დაკარგვის დიდი შესაძლებლობა თავამდებობიდან წასვლა არჩია არჩევნებში დამარცხებულის ტიტულს. მეორე ვესრიით არსებობდა გარკვეული უთანხმოება ღარიბაშვილ-ივანიშვილს შორის, თქვენ გახსოვთ, რომ პრემიერ ღარიბაშვის მიერ ნაციონალური მოძრაობის მისამსრთით გაკეთებული რადიკალური განცხადების გამო ბიძინა ივანიშვილი არ დაეთანხმა და ეს საჯაროდ ტელეეთერით თქვა. არ გამოვრიცხავ უცხოელი თანამეგობრების განწყობაც გაითვალისწინეს ამ გადაწყვეტილების მიღებისას" - აღნიშნა ექსპერტმა. 
რაც შეეხება ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლებს, ექსპერტი სერგეენკო-კვირიკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმება. 
მისი თქმით, ორივე ჩინოვნიკი ღარიბაშვილისგან განსხვავებით ნაკლებად რადიკალური განცხადებებით გამოირჩევიან. 
"მედიაში სახელდება კალაძის გვარიც, თუმცა ჩემი აზრით ქვეყანას სტაბილური, სუფთა ბეგრაუნდის მთავრობის მეთაური სჭირდება, როგორებიც ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრები არიან. კალაძეს კი ბევრი დღესაც ახსენებს იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მხარამჭერი იყო"- განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ჩიტიძემ.

 


 

 

წყარო: ნიუპოსტი

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21197-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1