რა მოხდა სინამდვილეში, სანამ სკანდალურ ვიდეოს გადაიღებდნენ
Kachu საინტერესო ამბები 2014-07-14 15621 ნახვა

 

სოციალურ ქსელ ''ფეისბუქში'', ერთ-ერთმა მომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. საქმე ეხება იმ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ეჩხუბება სასულიერო პირი ერთ-ერთ მოქალაქეს. მისი განმარტებით, ვიდეოში არ არის ასახული ის გარემოება, რასაც სასულიერო პირის გაღიზიანება მოჰყვა. 

''არც ერთმა თქვენგანმა არ იცით სინამდვილეში აქ რა მოხდა და ვინც გამოაქვეყნა ის ხომ თავის გასამტყუნებელს არ დადებს?? ეს ხალხი, გადამღებიან-მოჩხუბრებიანად ისხდნენ ერთ მანქანაში, რომელსაც მართავდა მთვრალი მძღოლი და ქალების გარდა ყველანი ნასვამები იყვნენ, მანქანამ მამაოს გზა ჩაუჭრა და ავარიული სიტუაცია შეიქმნა, მამაომ უთხრა ცოტა ნელა იარე, ყველა ასე არ გაგატარებს და თავსაც შარში იგდებ და სხვასაც ღუპავო, და მძღოლმა შეაგინა მამაოს, რჯულიც, ეკლესიაც, დედაც და ის ადამიანი ვინც კაბა ჩააცვა, შენ ვინ ხარ ჭკუას რომ მარიგებო და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი... 

 

(დაინტერესებული პირებისთვის დავაკონკრეტებ, რომ მამაო მართავდა თავისი კლასელის გრანდჩეროკს და არა თავისას, თავად მამაოს არც სახლი აქვს და არც მანქანა ყავს, მონასტრიდან იყო იმ დღის ჩამოსული საქმეზე ) მამაოც ადამიანია, მღვდელიც და ბერიც ჯერ კაცად იბადება და მერე იცვამს კაბას, კურთხევა კაცობის დაკარგვას არ ნიშნავს, და არც ერთი აქ მყოფი თავგამოდებული მაგინებელი არ მოითმენს არც დედის და არც მისთვის ძვირფასი ადამიანების შეურაცხყოფას და სანამ რამეს დაწერთ, ჯერ ის იკითხეთ, იქნებ მანამდე ისეთი რამ მოხდა რომ ეს ადამიანი აქამდე მივიდა?? კაცს ჯვარი ჩამოაგლიჯეს და ის შაოსანი ქალი სახეში ურტყამს თავისივე ჯვარს, ძირს დააგდეს, და კიდევ იმას იძახით მამაო იქც ევა არაკორექტულადო???? რა გჭირთ ხალხო, ოღონდ სასულიერო პირზე რამე გაიგოთ და ეგრევე ჩაქოლავთ!...

 

სანამ სხვას ტალახს ესვრით, გაითვალისწინეთ, თქვენც ისვრებით იმ ტალახით და გრცხვენოდეთ!... ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ამ ვიდეოს დამდები ხალხი სათანადოდ დაისჯება მამაოს შეურაცხყოფის გამო, ვიდეოთვალმა მის მიერ დარღვეული საგზაო მოძრაობის წესებიც დააფიქსირა და ისე გამოუვიდა ამ საცოდავს თაგვმა თხარა-თხარაო... მამაოს შეურაცხყოფის და დაცინვის პარალელურად, თავადაც კარგ "საჩუქარს" გამოკრა ხელი... თქვენ კი, სეირის მაყურებლებო, და ცინიკოსებო, გრცხვენოდეთ!... ხომ უნდა მიხვდეთ რომ ვიდეო მთლიანად არ დევს და აქამდე მას რაღაც ძალიან სერიოზული უძღოდა წინ??? გულის ამრევი ხალხი ხართ და მეტი არაფერი!!!!!!!!"-წერს  ''ფეისბუქის'' მომხამრებელი. 

 

წყარო: skandali.ge
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 79
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7137
ევრო
3.1897
რუბლი
4.6071
ლარი
1