რა ხდება კლინიკაში სადაც ჰომოსექსუალობას კურნავენ
საინტერესო ამბები 2017-05-29 1514 ნახვა

ფოტოგრაფმა პაოლა პარედესმა საზოგადოების ყურადღება პირველად თავისი ფოტო პროექტით, მიიქცია. ამ პროექტის ფარგლებში მან თავისი მშობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოები იმ მომენტში გადაიღო, როცა მათ წინაშე  ანუ გაუმხილა, რომ ჰომოსექსუალია.  ჯერად  პაოლა ახალ პროექტს წარმოგვიდგენს, რომელშიც აღბეჭდილია ის ყოველდღიური პროცედურები, რომელსაც ეკვადორში არსებული ე.წ. ჰომოსექსუალობის განკურნების კლინიკებში ე.წ. პაციენტებს უტარებენ.  ამ კლინიკების შესახებ ფოტოგრაფს  მეგობარმა უამბო. ეს დაწესებულებები სამკურნალო მეთოდებად წამებას, შიმშილს, ცემასა და ხანდახან " გამოსასწორებელი გაუპატიურებითაც" იყენებენ. ოფიციალურად ნარკოდამოკიდებულების ან ალკოჰოლიზმის სარეაბილიტაციო ცენტრებად რეგისტრირდებიან და ლგბტ პირების "განკურნების" საფასურად თვეში $500-800 აქვთ დაწესებული. მან ამ კლინიკებიდან ერთ-ერთში ფარულად შეღწევა გადაწყვიტა,  გაიკეთა მიკროფონი და მშობლებს სთხოვა, წაეყვანათ იქ, ვითომ მისი "მკურნალობა" უნდოდათ.  მან თავისი თვალით ნანახი და მისი მეგობრის მოყოლილი ამბები ფოტოებად აქცია, რადგან უნდა, რომ  მსოფლიოს გარშემო ადამიანებს ამ სისასტიკისა და ტყუილის შესახებ უამბოს. სააბაზანოს ყოველი წერტილი და  კუთხე კბილის ჯაგრისით უნდა გახეხონ, ზედამხედველმა ერთი ლაქაც რომ იპოვოს, მაშინვე  უნიტაზში აყოფინებს თავს და ასე აიძულებს მის გაწმენდა. ახალგაზრდა ეკვადორელი ქალები ამბობენ,  რომ კლინიკის კაცი თანამშრომლები მათ "განკურნების" მიზნით აუპატიურებდნენ. ხშირია შემთხვევა, როცა გოგოებს წამლებით აბრუებენ და შემდეგ, სექსუალურად ძალადობენ მათზე. მარტო მხოლოდ 4-7 წუთი ტოვებენ, ისიც მხოლოდ აბაზანის მიღებისას. ბანაობის შემდეგ კათოლიკური მუსიკის გაკვეთილები, ანონიმური ალკოჰოლიკების ლიტერატურის კითხვა და ჰომოსექსუალობის "აშლილობის" "თერაპია" იწყება.ამ დაწესებულებაში მყოფ გოგოებს, სხვა გოგოებთან ურთიერთობა ეკრძალებათ.

 

 


წყარო: www.on.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17774-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+8
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 93
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7045
ევრო
3.0474
რუბლი
3.9893
ლარი
1