რეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა
კულტურა 2015-11-30 1948 ნახვა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გუგული მგელაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორის შვილიშვილი ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი ავრცელებს.

„მარტო ამ ფინალის გამო ღირდა ცხოვრება. ვამაყობ, რომ ბაბუაჩემი ასეთი რეჟისორი იყო. სიმბოლურია, გუშინ ღამე ელდარ რიაზანოვიც გარდაიცვალა... სიმბოლურია, დღეს თბილისის კინოფესტივალი იხსნება...გუგული მგელაძე უკვე ქართული კინოს ისტორიაა.“- წერს ნინია ახვლედიანი.



გუგული მგელაძის მიერ გადაღებული ფილმებია: „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, "ცისკრის ზარები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“, „ფესვები“, „ჩაკლული სული“, „გაჭედილები“.

 


წყარო: ნიუპოსტი

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1