რეტრო–ქარი
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-03-02 2652 ნახვა

სამ წელზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ველიში ბაზირებულ Delahaye USA-ის ფირმას რეტრო-ქარის გამოშვებისთვის. მას Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe უწოდეს. ამერიკელებმა პატიოსნად აღიარეს, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ ამავე დასახელების ფრანგულ ფირმასთან, Delahaye-სთან, რომელმაც 1954 წელს დაასრულა თავისი არსებობა. მათი პროექტის მიზანია ლუქსის კლასის ფრანგული ავტომობილების, „ოქროს ხანის" მოდელების გახსენება. ისეთის, როგორიცაა Delahaye, Delage, Bugatti.

Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe-ს შექმნისას, შთაგონების წყარო ჟან ბუგატის მიერ 1936 წელს შექმნილი კუპე Bugatti Type 57S-ი იყო. ამერიკელებმა ლეგენდარული კონსტრუქტორის მემკვიდრეობას სიახლე შემატეს, როცა გაბედეს და მანქანის ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი გააუმჯობესეს. მაგალითად, ავტომობილმა უფრო გრძელი თვლების ბაზა მიიღო და საკუთარ ფრანგულ იდეურ წინაპარზე უფრო განიერი გახდა. ამის გამო სალონი უფრო კომფორტული გამოვიდა. დიზაინერები ამტკიცებენ, რომ მათ Bugatti Type 57S-ის  არა თანამდეროვე „რეპლიკა" ანუ ასლი, არამედ ფრანგული კუპეს მოტივებზე სრულიად ორიგინალური ავტომობილი შექმნეს.

Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe-ს ორ ბაზარზე გაიტანენ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. თანაც შესთავაზებენ, როგორც ევროპული სტილის, ისე ბრიტანული სტილის მოდიფიკაციას. გარდა ამისა, ავტომობილის ყიდვა შეიძლება როგორც მთლიანად აწყობილის, ისე ასაწყობი დეტალების სახითაც, რათა მფლობელმა საკუთარი ხელით შექმნას იგი, ამოარჩიოს ძრავა და გადაცემათა კოლოფი. ასე ვთქვათ, შექმნას უნიკალური ავტომობილი. თვითონ ამერიკელები მყიდველებს სთავაზობენ ავტომობილის LSA General Motors-ის ან Jaguar-ის 6.2 ლიტრიანი ძრავით აღჭურვას. აღსანიშნავია ის, რომ ალუმინის ძარა ბრიტანეთში მზადდება და 240 000 დოლარი ღირს. ამერიკაში ძრასა ასევე კომპოზიტური ნივთიერებისგან დაამზადებენ. მოსალოდნელია, რომ ასეთი ავტომობილი აშშ-ში 250 000 დოლარი ეღირება, ალუმინის ძარიანი კი-450 000 დოლარი.

Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe-ს დამატებითი აღჭურვილობა მრავალმხრივია. მფლობელს შეუძლია შეუკვეთოს, როგორც გასული საუკუნის 30-40-იანი წლების Bugatti-ს სტილში დამზადებული  ბორბლების აეროდინამიკური დისკები, ისე სათადარიგო ბორბლის სამაგრი საბარგულის საფარზე და გედის ფიგურა რადიატორის თავზე. მფლობელს ასევე შეუძლია საკუთარი გემოვნებით გააწყოს ავტომობილის ინტერიერიც.

Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe-ზე შეკვეთებს უკვე ღებულობენ. ამ შემთხვევაში მასობრივ გაყიდვაზე საუბარი არც არის, რადგან ამ ავტომობილით დაინტერესდება მხოლოდ კოლექციონერი და „ელეგანტურობის კონკურსის" მუდმივი მნახველი. Delahaye USA Bella Figura Type 57S Coupe-ს შემქმნელები მოურიდებლად უწოდებენ საკუთარ პირმშოს „მსოფლიოს ულამაზეს ავტომობილს" და არ შეიძლება არ დაეთანხმო მათ.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26254-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
24º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2202
ევრო
3.8137
რუბლი
4.2174
ლარი
1