რიზ უიზერსპუნი კვლავ ფეხმძიმედაა
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-05-23 2371 ნახვა

 

ბოლო დროს ჰოლივუდის 35 წლის მსახიობი, რიზ უიზერსპუნი წელს მალავს და თავისუფალ ტანსაცმელს იცვამს. 

გასულ კვირას, ფოტოგრაფებმა რიზი ოჯახთან ერთად სანაპიროზე გადაიღეს. მსახიობს საცურაო კოსტუმი ეცვა, რომელშიც მრგვალი მუცლის დამალვა გაუჭირდა. რიზ უიზერსპუნი ყოველთვის მინიატურული ფორმებით გამოირჩეოდა, ამიტომ ამ ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი მრგვალი მუცლის მიზეზი ზედმეტი წონა არ არის. როგორც ჩანს, 35 წლის მსახიობი ბავშვს ელოდება. 

 



თუ ეს ნამდვილად ასეა, რიზისთვის მომავალი ბავშვი მესამე შვილი გახდება. უიზერსპუნს მსახიობ რაიმონ ფილიპთან ქორწინებიდან ორი შვილი, 12 წლის ევა და 8 წლის დიკონი ჰყავს. 

მსახიობი თავის მეუღლესთან, ჯიმ ტოტომთან ერთწლიანი ქორწინების იუბილეს მალე აღნიშნავს.  უიზერსპუნი მთელ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს. 

"არც კი მჯერა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა. უბრალოდ, როდესაც ბედნიერი ხარ, დრო შეუმჩნევლად გადის", - განაცხადა რიზმა. 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1