რობერტ დენირო და არაადეკვატური ხუმრობა
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-06-20 2887 ნახვა

რობერტ დე ნირომ მიშელ ობამას თანდასწრებით არაეთიკურად იხუმრა. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill-ი იტყობინება, შემთხვევა საღამოს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც მიშელ ობამამ მეუღლის საარჩევნო კამპანიისთვის ფულის მოსაზიდად საღამო გამართა.

დე ნირო საღამოზე სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას ჰკითხა, არიან თუ არა ისინი მზად "თეთრი პირველი ლედისთვის". 

"კალისტა გინგრიჩი, კარენ სანტორუმი, ენი რომნი" - გაიხსენა მსახიობმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა მეუღლეები, - "თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა თეთრკანიანი პირველი ლედისთვის?".

მსახიობს დარბაზიდან ერთი ადამიანი გამოეხმაურა და კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, რაზეც დე ნირომ უპასუხა "ზედმეტად ჩქარია ხომ?".

მეორე დღეს მიშელ ობამას ოფისმა პრესრელიზი მოამზადა, სადაც მსახიობის გამონათქვამი "დაუშვებლად" იყო შერაცხული. 

დე ნირომ თავი იმართლა, რომ არ სურდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21197-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1