სალვადორ დალიზე ფილმს იღებენ
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-06-21 2569 ნახვა

 

კომპანია Imagine Entertainment სალვადორ დალიზე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს გადაიღებს. 
ბიოგრაფიული სურათის სცენარს პეიჯ კემერონი დაწერს. ადრე მან მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მთები, როგორც თეთრი სპილოები" გადაიღო, რომელსაც ერნესტ ჰემინგუეის იმავე დასახელების მოთხრობა უდევს საფუძვლად. 

სალვადორ დალიზე ბიოგრაფიული სურათის პროდუსერი Imagine Entertainment-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბრაიან გრეიზერი იქნება. სავარაუდოდ, კემერონის და გრეიზერის ფილმში ყურადღება პირველ რიგში გამახვილდება  დალის გავლენაზე სახვით ხელოვნებასა და კინომატოგრაფიაში და ასევე შემოქმედისა და მისი მეუღლის გალას ურთიერთობაზე. 

პროექტს მხარს ფონდი "გალა-სალვადო დალი" უჭერს, რომელიც თავად მხატვარმა 1983 წელს შექმნა. კინემატოგრაფისტები დალის წერილების და სხვა საარქივო მასალების ნახვის უფლებას მოიპოვებენ. 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1